მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
Sony Ericsson w980i & Z770
Sony Ericsson w980i & Z770 3GSM, ანუ როგორც ფორმალურად ჰქვია, "მსოფლიო მობილური კონგრესი" SE–სთვის ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. იმის შემდეგ, რაც კომპანია გახსნა ორი ახალი ხაზი, XPERIA და სერია G, გადაარქვა სახელი სერია K-ს, დაარქვა C (Cyber-Shot) და სამივე ხაზით შესანიშნავი პროდუქტები წარმოგვიდგინა, აღმოჩნდა, რომ განახლება არ დასრულებულა და ის W და Z სერიებსაც შეეხო.

SE Z770


Z სერიის სიახლე Z770 გამოდგა – ჩვეულებრივი გასახსნელი ტიპის კორპუსის მქონე მობილი ერთი განსხვავებით – ის შექმნილია მომხმარებელთა იმ ნაწილისთვის, ვისაც არ სჭირდება სმარტფონის თუ ჯიბის კომპიუტერის სიმძლავრე, Walkman–ის მუსიკალური ფუნქციები, K სერიის ფოტოკამერა, მაგრამ სურს ინტერნეტში კომფორტულად მუშაობდეს.


ტელეფონს გააჩნია 2.2'' TFT ეკრანი (საკმაოდ დიდია!), აქვს HSDPA ტექნოლოგიის მხარდაჭერა, რომელიც საშუალებას იძლევა, სწრაფი ინტერნეტ–შეერთება ბოლომდე გამოვიყენოთ; აქვს საკმაოდ მძლავრი ბატარეა და, რა თქმა უნდა, შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა ვებ–სერფინგისა თუ ელ–ფოსტისათვის. ტელეფონი დაახლოებით 150–200 ევრო ეღირება.

SE Z770


Z770–ის ტექნიკური მახასიათებლები ასე გამოიყურება:

  • GSM 900/1800/1900, UMTS/HSDPA 2100
  • 2.2'' TFT, 320x240, 262K ფერი
  • 2 MP კამერა 2.5 ციფრული ზუმით
  • 32 MB შიდა მეხსიერება, ერთი Memory Stick Micro (M2) სლოტი
  • Bluetooth, USB (PictBridge)
  • ელ–ფოსტის კლიენი, MS Exchange ActiveSync მხარდაჭერა, Access NetFront ბრაუზერი, Google Maps for Mobile, RSS კლიენტი,
  • 8.5/4.5 სთ ლაპარაკის რეჟიმში, 340/350 სთ ლოდინის რეჟიმში (GSM/UMTS ქსელებში)
  • 93x48x15.5 მმ, სამი ფერის (Vogue Red, Graphite Black, Exquisite Gold) კორპუსი, 91 გრ.
W სერიაში სიახლეა High-End მობილი W980i. დიდი სიახლე არაფერია. როგორც მაღალი კლასის Walkman–ისგანაა მოსალოდნელი, შესანიშნავი დიზაინი, გამოყოფილი მუსიკალური ღილაკები, დიდი შიდა მეხსიერება (8 გბ!), 3.2 MP ფოტოკამერა და სტერეო დინამიკები. ერთი სიახლეა ჩაშენებული FM რადიომიმღები, რომლის წყალობითაც რადიოს მოსასმენად საჭირო აღარაა ყურსასმენების მიერთება. რაც შეეხება ყურსასმენებს, აქა სიახლეა – მობილს კომპლექტაციაში მოჰყვება ახლად გამოშვებული ყურსასმენები HPM-77, რომლებიც დღეისთვის საუკეთესოდ ითვლებიან SE–ს ყურსასმენებს შორის.

SE Z770


SE Z770


W980i ბაზარზე მაისის დასაწყისში გამოჩნდება და დაახლოებით 350 ევრო ეღირება.

ტელეფონის ტექნიკური მახასიათებლები ასეთია:

  • GSM/GPRS 850/900/1800/1900, UMTS/HSDPA 2100
  • გარე ეკრანი: 176х176, 262K ფერი; შიდა ეკრანი: 2,2", 240х320, 262K ფერი
  • 3,2 MP ფოტოკამერა, Photo Fix ტექნოლოგიის მხარდაჭერით
  • 8 GB შიდა მეხსიერება
  • Bluetooth (A2DP), FM რადიომიმღები ჩაშენებული ანტენით და RDS ტექნოლოგიის მხარდაჭერით
  • საფირმო ტექნოლოგიების, Clear stereo, Clear bass, Album art, Shake control, SensMe, PlayNow, TrackID მხარდაჭერა
  • 9 სთ/3 სთ ლაპარაკის რეჯიმში, 300 სთ ლოდინის რეჟიმში (GSM/UMTS ქსელები), 16 სთ მუსიკის დაკვრის რეჟიმშ
  • 92 x 46 x 16,9 მმ, 100 გრ.


ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 13-02-2008, 17:58:00 | domen
   
თემატური სიახლეები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 1
შეფასება: 1


გამოხმაურება

მეგაპიქსელების ზრდა და ამავე დროს ოპტიკის ზომის შენარჩუნება იწვევს თვითონ პიქსელის ზომის შემცირებას და შედეგად სურათი სრულ ზომაშI უკვე აღარაა მომხიბლავი. იგივე მიზეზითაა, რომ სამოყვარულო თუნდაც 12 მეგაპიქსელიან ფოტოკამერას სურათის ხარისხით პროფერიონალური, მაგრამ 5 მეგაპიქსელიანი სჯობს.

+ რატომ ჰგავს XPERIA X1 მახასიათებლებით E90-ს?
დაჩაგვრას რაც შეეხება, კი, N96 აშკაად წაგებული დარჩა. დღეს X1 რეალურად უკონკურენტო ტელეფონია. ესაა ჯიბის კომიუტერისა და სმარტფონის პირველი წარმატებული შერწყმა. ჯერ მარტო გვაქვს დღესითვის არსებული აბსოლუტურად ყველა ქსელის მხარდაჭერა, ასეთი დონის ასე ვთქვათ Connectivity-ს, ვერცერთი ნოკია ვერ გვთავაზობს :) ისე კი, ამ X1-ის გამოსვლა პირველი კვარტლის ბოლოს ან მეორე ნახევრის დასაწყისშია დაგეგმილი, ანუ ნოკიასაც შეუძლია გაგვაოცოს :)

დომენმა შემატყობინა, რომ "მსგავსებებთან ერთად" SE-ს X1-ის დაუპატენტებია

ჰო, შენი სტატია მე მაქვს ისევ, ვერ დავდეთ ამდენი ხანი საიტზე, გადავყევი IPB-ს
20-02-2008, 19:41:55 | Power_VANO

Gio_kiborg
კი, კი, SE-ს ფანები ვართ

ეხლა X1-ს მივხედოთ :)

თაჩსქრინი რატომაა აიფოუნის? პირვლეი თაჩსკრინიანი მობილი IPhone იყო თუ?
სლაიდერის ტიპს რაც შეეხება, არცერთს არ ჰგავს. თუ მსგავსებაზე ვილაპარაკებთ, დღეს, ბევრ სხვა დევაისსაც მსგავსი დიზაინი აქვს, იგივე ჯიბის კომპიუტერებსაც და ე.ი. ყველა ერთმანეთის კლონები ყოფილან
არ ვარგოდაო, JAVA პლატფორმაზე ამბობ? რეალურად, ყველა პლატფორმას თავისი მომხმარებელი ჰყავს. ზოგადად, სმარტფონი რიგირთი იუზერისთვის ან გადარეული მელომანისთვის არ იქმნება. სმარტი საქმიან ხალხს სჭირდება. ხოლო რაც შეეხება SE-ს, JAVA პლატფორმებში საუკეთესო სწორედ ესაა. ნოკია უბრალოდ "ძალიან გადავიდა" სიმბიანზე და ჯავას იმდენად დიდ ყურადღებას არ უთმობს.

ფერების სიღრმეს რაც შეეხება: აი ნოკიას ფანებს თუ შეგიძლიათ მაჩვენოთ რეალური სხვაობა ნოკიას 16 მილიონ ფერიან ეკრანსა და SE-ს 262 ათასიანს შორის? სხვაობას ვერ ვნახავთ იმიტომ, რომ ზოგადად TFT LCD 262-ათას ფერზე მეტს ვერ აჩვენებს :) ჰო, ჰო, კომპის მონიტორებსაც ეხება ეს :) 16 მილიონი ფერი კომპის მონიტორებში სხვანაირად მიიღება.
X1-ს უწერია, რომ აქვს 65 ათასი ფერის მხარდაჭერა. ეს არაა ეკრანის შეზღუდვა, ოპ. სისტემის შეზღუდვაა ეს. მაგრამ რაც ვნახე წინასწარი შეფასებები 3GSM-დან ყველგან ამბობენ, რომ სულაც არ ეტყობა ეკრანს ფერების სიმცირე.

ფოტოკამერას რაც შეეხება, მე ადრეც მითქვამს, რეალურად, მობილში 3.2 მეგაპიქსელზე მეტის გამოყენებას არ ვთვლი მიზანშეწონილად. უბრალოდ იმიტომ, რომ მობილურის ოპტიკა რეალური ფოტოკამერის ოპტიკასთან შედარებით პატარაა, შედეგად, სურათების ხარისხიც არაა ძალიან კარგი. მეგაპიქსელების ზრდა და ამავე დროს ოპტიკის ზომის შენარჩუნება იწვევს თვითონ პიქსელ
20-02-2008, 19:29:45 | Power_VANO

ნამდვილად მაგარი ვეშია
,მაგრამ არ მითხრა ახლა i-phone-ის, E-series და I-mate-ს კარგი ჰიბრიდი არ არისო:
თოჩსკრინი,ზოგადი დიზაინი(სლაიდს არ ვგულისხმობ) i-phone ისაა
სლაიდერის ტიპი I-mate-ს მაგონებს(თან ძაან,SE-ს ქონდა ასეთი ტიპის სლაიდერი?ხო,N810 ნახე)
ასევე ტექნიკური მახასიათებლები ძალიან გავს E90comunicator-ს
aGPS კიდევ უკვე პაპსაა
ვინდოუსიც ახალი ხილია SE-სთვის(კიდევ მსგავსება I-mate O2 დაHP-ს ზოგიერთ კომუნიკატორთან)თორემ მაგათი პლათფორმა არაფრად ვარგოდა(ტყუილად კი არ იყენებენ სიმბიანს მაღალი კლასის მოდელებში)
მიუხედავად ამისა,N96 ცოტათი დაჩაგრა რა თქმა უნდა,(ფოტოკამერაში მაინც ვერა და ეკრანის ფერების სიღრმეში) მაგრამ მე მაინც ნოკიას ფანი ვრჩები(ველოდები როდის გამოუშვებენ კონცეპტუალ AEON, 888 და N98-ს თუ გამოუშვეს საერთოდ
19-02-2008, 21:14:12 | Gio_kiborg

Gio_kiborg
კი, ერთპიროვნული SE-იზმია :-D

ჰო, შედარებას რაც შეეხება, არ უშვებდა SE ისეთ მობილებს, ახლოს მაინც რომ მისულიყო რომელიმე N95-თან, თუნდაც, მაგრამ აგერ გაირკვა ბოლო-ბოლო - WM-ს გამოყენებით და HTC-სთან თანამშრობლობით უკვე შეიქმნა მობილი, რომელსაც ანალობი ჯერ არ აქვს - XPERIA X1 :-) არ მითხრა ეხლა, რომ N96 საერთოდ რამე სიახლეა

რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ, რომ XPERIA სხვა დანიშნულებისაა და N სხვა, რომ ეს უფრო E სერიის კონკურენტია დ ა.შ., ჩემი მომავალი მობილი ეგ უნდა გახდეს, თუ საშუალება იქნა, რა თქმა უნდა :-)

თუმცა ჯერ განხილვებსაც დაველოდოთ ...
18-02-2008, 23:53:00 | domen

domen,შენ და ვანო როგორც ჩანს SE-ს ფანები ხართ,
ნამდვილად არაა ცუდი ტელეფონი,მაგრამ ნოკიას N სერიის ბოლო მოდელს თუ შეედრება რომელიმე შეადარეთ აბა
18-02-2008, 19:36:33 | Gio_kiborg

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.