მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
Microsoft საპასუხო დარტყმისთვის ემზადება

როგორც ვიცით, Yahoo–მ უარჰყო Microsoft–ის წინადადება, გაყიდულიყო $44,6 მილიარდად; კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯერი იანგმა (Jerry Yang) ოფიციალურად განაცხადა, რომ Yahoo ბეევრად ძვირი ღირს, ვიდრე ეს თანხაა (თუმცაღა შეთავაზებული ფასი კომპანიის მიმდინარე საბაზრო ღირებულებაზე 62%–ით მეტი იყო) და საპასუხო ნაბიჯს დაელოდა.



საპასუხო ნაბიჯი ნამდვილად "მაიკროსოფტისეული" გახლავთ – თუ Yahoo არ დათსანხმდება გარიგებას, მაშინ Microsoft მოისყიდის მსხვილ მეწილეებს, რომლებიც დიდ გავლენას ფლობენ კომპანიაზე, და მათი საშუალებით აიძულებს დირექტორთა საბჭოს, მიიღოს შემოთავაზება.

საინტერესოა ისიც, რომ Microsoft–ის მიერ შეთავაზებული $44.6 მილიარდი გაზრდის მაგივრად შემცირდა $41.9 მილიარდამდე :–) ეს გამოიწვია ფაქტმა, რომ Yahoo–ს აქციების ფასი კიდევ 1.5%–ით დაეცა და ამჟამად $29.22–ს შეადგენს. ნამდვილად აჩქარება მოუწევს Yahoo–ს, თუ მას ნამდვილად უნდა თავისი მეწილეებისთვის სარგებლის მოტანა...



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 20-02-2008, 12:36:00 | domen
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.