მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
Intel-ის პროცესორების მხოლოდ 12% იქნება 4-ბირთვიანი Q3 2008-ში
Intel-ის პროცესორების მხოლოდ 12% იქნება 4-ბირთვიანი Q3 2008-ში

Intel-მა ღიად განაცხადა, რომ 4-ბირთვიანი პროცესორების წარმოებას ზრდის. შეიძლება იფიქროთ, რომ რაიმე დიდ %-ულ მაჩვენებელთან გვაქვს საქმე, მაგრამ არა, მაჩვენებელი საკმაოდ მცირეა. თუმცა, როგორც ყოველთვის, ამ მცირე პროცენტის უკან საკმაოდ დიდი 6+  ნიშნა რიცხვები იმალებიან, რომლებიც მთელი მსოფლიოს მოთხოვნის დაკმაყოფილებას ახერხებენ.

ინტელის განცხადებით 2008 წლის პირველ კვარტალში თავისი პროცესორების მხოლოდ 2% იქნება 45 ნმ Yorkfield-ზე და 5% - 65 ნმ Kentsfield-ზე ბაზირებული. ანუ პროცესორების საერთო რაოდენობიდან, 4-ბირთვიანი იქნება მხოლოდ 7%. ორბირთვიანი 65 ნმ Merom პროცესორების წილი 42% იქნება, ხოლო ორბირთვიანი E2000 სერიის - 29%.

2008-ის მეორე კვარტალში Yorkfield-ის მიწოდება გაიზრდება 5%-მდე, ხოლო Kentsfield შემცირდება 4%-მდე. ოთხბირთვიანების ჯამური პროცენტი გამოვიდა 9. რაც შეეხება მესამე კვარტალს, Kentsfield-ის წილი უცვლელი დარჩება - 4%, ხოლო Yorkfield-ის მიწოდება გაიზრდება 8%-მდე. Q3 2008-ში ოთხბირთვიანი პროცესორების საერთო წილი 12% იქნება.

საერთოდ, ეს გასაკვირი არცაა. ყველაფერს დრო სჭირდება. Intel-მა პირველი ოთხბირთვიანი პროცესორი 15 თვის წინ გამოუშვა.





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 20-02-2008, 23:39:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.