მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
45 ნმ K10.5 (Deneb)
45 ნმ K10.5 (Deneb)

AMD-მ დაამზადა თავისი 45 ნმ ტექნოპროცესზე ბაზირებული Deneb ბირთვის პირველი პროცესორები. DELL-მა და  HP-მ პროცესორები უკვე იხილეს.

თუმცა, ეს, ცხადია, არ ნიშნავს, რომ წარმოება ხვალ დაიწყება ან ყველაფერი უპრობლემოდ ჩაივლის. K10-ის პირველი სრულყოფილი ჩიპები 2007 წლის დეკემბერში დამზადდა, ხოლო 2007 წლის სექტემბერში აღმოჩენილი შეცდომის გამოსწორება AMD-მ მხოლოდ 2-3 კვირის წინ მოახერხა. იგივე შეიძლება ითქვას Intel-ის Nehalem-ზეც, რომლის პირველი მუშაო პროცესორებიც 2007 წლის შემოდგომაზე ვნახეთ, მაგრამ ესეც არ იძლევა უპრობლემო წარმოების გარანტიას.

AMD 4-ბირთვიანი K10.5-ების ორი ვერსიის გამოშვებას გეგმავს. ჩვეულებრივ ვერსიებს 6 მბ L3 დონის კეში ექნებათ, ხოლო Propus ბირთვზე ბაზირებულები მესამე დონის კეშის გარეშე იქნებიან წარმოებული. ჯერჯერობით უცნობია AMD უბრალოდ გათიშავს პროცესორებში კეშს თუ მთლიანად ამოიღებს (რაც ზომისა და ფასის შემცირებას გამოიწვევს). 45 ნმ AMD-სთვის ის მინიმუმია, რომელიც ინტელის ოთხბირთვიან პროცესორებთან ღირსეული კონკურენციისთვისაა საჭირო, რადგან K10.5-ს, AMD-ს განცხადებით 3.0 გჰც სიხშირის დაძლევა არ უნდა გაუჭირდეს.

K10.5 Deneb-ის გამოშვება კომპანიას 2008 წლის მეორე ნახევრისთვის აქვს დაგეგმილი. ოდნავ გვიან, შემოდგომაზე გამოვა პირველი Nehalem-ი კონკურენტის ბანაკიდან. საკითხავია, ეყოფა კი K10.5-ს ძალა, სრულყოფილი კონკურენცია გაუწიოს Nehalem-ს? ალბათ, არა...





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 20-02-2008, 23:52:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 1
შეფასება: 6


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.