მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
Sony Ericsson-ის ახალი ტელეფონების ახალი სერიები
Sony Ericsson-ის ახალი ტელეფონების ახალი სერიები

როგორც იცით, SE-მ ახალი მობილურების გამოშვებასთან ერთად მომხმარებელს ახალი სერიებიც წარუდგინა (G, C...). ჩვენ ამ სერიების მცირე განმარტებებიც შემოგთავაზეთ სიახლეებთან ერთად, მაგრამ ახლა უფრო დაწვრილებით გაიგებთ ყველაფერს.

მომავალ მოდელებს აღარ ექნებათ ”i" აღნიშვნა ბოლოში. ახალი აღნიშვნის პირველი წარმომადგენლები შესაბამისად, R300 და R306 არიან. ახლა კი შევხედოთ სქემას:

იმისათვის, რომ ეს სქემა უკეთესად გაიგოთ, ახალი სერიების მცირე განმარტებებს შემოგთავაზებთ:

• XPERIA vs. G-სერია (G აბრევიატურაა Generation Web-ისა)

მიუხედავად იმისა, რომ ორივე სერიაში სმარტფონები გაერთიანდება, G სერია XPERIA-სთან შედარებით, უფრო დაბალი კლასისაა. თანაც XPERIA სერიის სმარტფონები Windows Mobile ოპ. სისტემაზე იმუშავებენ.

• Cyber-shot სერია vs. Snapshot სერია (S სერიის ახალი ტელეფონები)

Cyber-Shot სერიამ ახალი აღნიშნვა - C მიიღო. ამ სერიას ექნება ”სუბ-ბრენდიც”, S (Snapshot) სერიის სახით, რომლის წარმომადგენლებსაც განსხვავებული ფორმ-ფაქტორი ექნებათ და C-სერიასთან შედარებით უფრო მწირი შესაძლებლობები ექნებათ.

დანარჩენი იხილეთ სრულად-ში.



• Walkman სერია vs. Radio სერია (R სერიის ახალი ტელეფონები)

Walkman სერიასაც გაუჩნდა პატარა ძმა, R (Radio) სერიის სახით. როგორც C და S სერიის შემთხვევაში, აქაც, R სერიის ტელეფონების შესაძლებლობები W სერიასთან შედარებით, მწირი იქნება.

ესეც რამდენიმე წარმომადგენელი:
• C902 - მაღალი კლასის (High-End) Candybar-ი (Cyber-shot)
• C702 - საშუალო კლასის (Mid-End) Candybar-ი (Cyber-shot)
• R306 - დაბალი კლასის (Low-End) Clamshell-ი (Radio-სერია)

რაც შეეხება ერთი სერიის მომავალ მოდელებს მათი სახელები სქემის მიხედვით დაახლოებით ასე აეწყობა: C912… C922… C932. როგორც ხვდებით, სახელები საკმაოდ ბევრი იქნება, შედეგად, SE-ს შეუძლია ბევრი, ძალიან ბევრი ტელეფონი გამოუშვას :-)



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 25-02-2008, 21:26:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 1
შეფასება: 1


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.