მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
Arctic Cooling-ის ახალი ქულერი
Arctic Cooling-ის ახალი ქულერი

მოკლედ და კონკრეტულად, 4 მარტს დაიწყო Cebit 2008. Cebit-ი ზომით ყველაზე დიდი კომპ. გამოფენაა მსოფლიოში და ცხადია, ყოველთვის ძალიან ბევრი საინტერესო პროდუქტის ანონსი ხდება. დღეს 5 მარტია, უკვე 2 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც გამოფენა გაიხსნა და შესაბამისად, უკვე ბევრმა სიახლემ მოიყარა თავი. ჩვენ შევეცდებით შეძლებისდაგვარად (ნიუსერებს სწავლა დაგვეწყო უნივერსიტეტში :-D ) შემოგთავაზოთ ყველა საინტერესო სიახლე.

Arctic Cooling-ს პატივი ხვდა, ჩვენს Cebit-ის ნიუსებში პირველი იყოს. აღნიშნულმა კომპანიამ გამოფენაზე წარმოადგინა ახალი ქულერი პროცესორებისთვის - Freezer Extreme. ქულერი აღჭურვილია 8 სითბური მილითა და 226 ფენიანი რადიატორით. ქულერი იყენებს 120 მმ-იან ვენტილატორს.

ქულერის დამონტაჟება საკმაოდ მარტივია. იგი თავსებადია შემდეგ პლატფორმებთან: Intel LGA-775, AMD Socket AM2, AM2 Plus და Socket 939.





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 05-03-2008, 19:14:00 | Power_VANO
   
სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.