მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
OCZ-მა 2100 მჰც-იანი DDR3 და 1150 მჰც DDR2 წარმოადგინა
OCZ-მა 2100 მჰც-იანი DDR3 და 1150 მჰც DDR2 წარმოადგინა

კომპანია OCZ-მა თავის მაღალწარმადობიან ოპერატიულ მეხსიერებაში ახალი ხაზი - Flex II გახსნა. ამ ხაზის პირველი წარმომადგენლები ორი დაწყვილებული მოდული არიან.

DDR3 ვერსია მუშაობს 2100 მჰც სიხშირეზე, აქვს 10-10-10 ტაიმინგები და მუშაობს მხოლოდ 1.9 ვოლტ ძაბვაზე. Flex II სერია OCZ-ის Flex სერიის გაგრძელებას წარმოადგენს, რომელიც საკმაოდ მაღალი წარმადობითა და ეფექტური გაგრილების სიტემით გამოირჩევა. Flex II-ის გაგრილების სისტემა უმცროს ძმასთან შედარებიტ კიდევ უფრო დახვეწილია. სწორედ მისი საშუალებით გეგმავს OCZ-ი უფრო მაღალი სიხშირეების მიღწევას (2100 მჰც დღეს რეკორდული მაჩვენებელია ბაზარზე). Flex II, Flex-ისგან განხვავებით იყენებს ორმხრიან წყლის გაგრილების სისტემას, რაც მეხსიერების მშვენიერ გაგრილებას უზრუნველყოფს.

რაც შეეხება 4 გბ-იან DDR2 წყვილს, ისინი იმუშავებენ 1150 მჰც სიხშირეზე და ექნებათ 5-5-5 ტაიმინგები. ცხადია, ორივე მეხსიერება High-End კლასს განეკუთვნება, შესაბამისად, მათი ფასი მცირე არ იქნება.

ესეც სურათები:

Image



Image



Image





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 06-03-2008, 00:17:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 1
შეფასება: 2


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.