OCZ-მა 2100 მჰც-იანი DDR3 და 1150 მჰც DDR2 წარმოადგინა
კომპანია OCZ-მა თავის მაღალწარმადობიან ოპერატიულ მეხსიერებაში ახალი ხაზი - Flex II გახსნა. ამ ხაზის პირველი წარმომადგენლები ორი დაწყვილებული მოდული არიან. DDR3 ვერსია მუშაობს 2100 მჰც სიხშირეზე, აქვს 10-10-10 ტაიმინგები და მუშაობს მხოლოდ 1.9 ვოლტ ძაბვაზე. Flex II სერია OCZ-ის Flex სერიის გაგრძელებას წარმოადგენს, რომელიც საკმაოდ მაღალი წარმადობითა და ეფექტური გაგრილების სიტემით გამოირჩევა. Flex II-ის გაგრილების სისტემა უმცროს ძმასთან შედარებიტ კიდევ უფრო დახვეწილია. სწორედ მისი საშუალებით გეგმავს OCZ-ი უფრო მაღალი სიხშირეების მიღწევას (2100 მჰც დღეს რეკორდული მაჩვენებელია ბაზარზე). Flex II, Flex-ისგან განხვავებით იყენებს ორმხრიან წყლის გაგრილების სისტემას, რაც მეხსიერების მშვენიერ გაგრილებას უზრუნველყოფს. რაც შეეხება 4 გბ-იან DDR2 წყვილს, ისინი იმუშავებენ 1150 მჰც სიხშირეზე და ექნებათ 5-5-5 ტაიმინგები. ცხადია, ორივე მეხსიერება High-End კლასს განეკუთვნება, შესაბამისად, მათი ფასი მცირე არ იქნება. ესეც სურათები:
ბეჭდვითი ვერსია | 06-03-2008, 00:17:00 | Power_VANO |
|