მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
Windows Account–ში შეღწევის კიდევ ერთი გზა
Adam Boileau-მ, სპეციალისტმა დაცვის საკითხში ახალი ზელანდიიდან აღმოაჩინა, რომ თურმე შესაძლებელია გვერდი ავუაროთ ვინდოუსის დაცვას და შევიდეთ სისტემაში პაროლის გარეშე. რაც მთავარია, ეს კეთდება არა პაროლის ჩამოყრით (რაც საკმაოდ მარტივია, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში არ გამოგვადგება), არამედ ოპერატიული მეხსიერების იმ ბლოკის მოდიფიცირებით, რომელშიც ამ ხელისშემშლელი დაცვის კოდი ფიზიკურად (0, 1 სტილში) ინახება. ამისთვის საჭიროა ორი რამ.



პირველი – სამიზნე კომპს უნდა გააჩნდეს IEEE 1394, იგივე FireWire პორტი. როგორც ავტორი გვეუბნება, თითქმის ყველა თანამედროვე ლეპტოპზე შეხვდებითო ასეთს და არც ტყუის - Apple-ის გადამკიდე, ეს პორტი მულტიმედია სტანდარტად იქცა. მას ასევე შეხვდებით თანამედროვე დედა დაფებზე.

მეორე მოთხოვნა არც ისე რთული შესასრულებელია - საჭიროა Linux ოპერაციული სისტემით აღჭურვილი კომპი, რომელიც FireWire პორტის მეშვეობით მიუერთდება მსხვერპლს და სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით შეცვლის მის მეხსიერებაში შესაბამის ბლოკს.

პოლ დაკლინი (Paul Ducklin), დაცვის ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი Sophos–იდან თავის ინტერვიუში ამბობს, რომ ეს (წვდომა ოპერატიულ მეხსიერებასთან) არა ვინდოუსის ბაგი, არამედ უბრალოდ FireWire სტანდარტის შესაძლებლობაა. ასე რომ, ამ შემთხვევაში MS-ზე ხელის შეწმენდა ვერ გამოვა - საჭიროა მომხმარებელმა აკონტროლოს თავისი კომპის FireWire პორტი და გამორთოს ის, როცა მისი საჭიროება არ არის.

მოკლედ, დიდი გამოსაყენებელი ინფო არაა, მაგრამ საინტერესო ნამდვილადაა :–) მეტად დაინტერესებულებს შეუძლიათ Google გამოიყენონ – ინფორმაცია ამ ბაგზე სრულადაა გამოქვეყნებული ;–)

ჰმმ, წავედი, ჩემი FireWire პორტი ამოვტენო ... :-)

ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 09-03-2008, 18:51:00 | domen
   
სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 1
შეფასება: 2


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.