მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
IE8 Beta 1

Microsoft დიდი ხანია მუშაობს IE8–ზე, ცოტა ხნის წინ კი მისმა პირველმა Beta ვერსიამ იხილა დღის სინათლე. ყველაზე დიდი სიახლე შემდეგი გახლავთ – IE8–მ გაიარა Acid2 ტესტი, რაც იმას ნიშნავს, რომ IE8 თავსებადია სტანდარტებთან, რაც თავის მხრივ ნიშნავს იმას, რომ ნელ–ნელა მთავრდება დრო, როცა კროს–ბრაუზერული ნაშრომის შექმნისთვის ვებ–პროგრამისტის რამდენიმე საათიანი წამება იყო საჭირო:–)

 

Microsoft Internet Explorer 8 Beta 1



 ახალ ბრაუზერს ასევე მოჰყვება Developer Tools (აჰყვა ფეხის ხმას :-P), რომელიც ძალიან [საეჭვოდ] წააგავს FireBug–ს, ინტერფეისი გაუმჯობესდა და პირადად ჩემში რატომღაც უფრო პოზიტიურ შეგრძნებას ტოვებს :–) ასევე გაჩნდა ახალი ღილაკი "Emulate IE7", რომელსაც IE7–ის ძრავზე გადაჰყავს ბრაუზერი; აღსანიშნავია ახალი მიდგომაც – ყველა ტაბი ცალკე პროცესად ეშვება, ასე რომ, რომელიმე ტაბის დაკიდების შემთხვევაში დანარჩენები ჩეულებრივად აგრძელებენ მუშაობას, ბრაუზერი კი ცდილობს პრობლემური ტაბი აღადგინოს.

სამწუხაროდ, ბრაუზერის გასინჯვა მოძველებულ OS–ებზე შეუძლებელია, მხარდაჭერილია მხოლოდ Windows XP / Server 2003 / Vista, ორივე, 32 და 64 ბიტიანი გამოცემები.

 

ბრაუზერის დაქაჩვა შეგიძლიათ აქიდან, იქვე იპოვით ბრაუზერის შესაძლებლობების და ახალი ფუნქციების მიმოხილვასაც. გაითვალისწინეთ, ინსტალირებისას ბრაუზერი მოგთხოვთ ვალიდაციის გავლას, ასე რომ, მის დაინსტალირებამდე წაკითხული უნდა გქონდეთ ეს სტატია.

ასევე გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეს რელიზი ბეტაა, თანაც პირველი და მან შეიძება გამოიწვიოს სისტემის არასტაბილური მუშაობა (ვის უკვირს ეს MS–ის თუნდაც ფინალური ვერსიის პროდუქტებისგან? :–)), ასე რომ, მის გამოყენებაზე პასუხისმგებლობა თქვენ გეკისრებათ.



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 10-03-2008, 17:22:00 | domen
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.