COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Hard News » Deneb 0MB L3-ს L3 დონის კეში გათიშული არ აქვს

http://www.compinfo.ge/index.php?area=1&p=news&newsid=1749


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
Deneb 0MB L3-ს L3 დონის კეში გათიშული არ აქვს
Deneb 0MB L3-ს L3 დონის კეში გათიშული არ აქვს

როგორც ცნობილი გახდა, 45 ნმ Deneb 0MB L3 ვერსიას L3 დონის კეში გათიშული არ ექნება. ეს ნიშნავს, რომ აღნიშნული ჩიპები იწარმოება ცალკე და 6მბ-იანი (L3) ჩიპები ცალკე.

ამ სიახლეში საინტერესო ისაა, რომ თუნდაც 45 ნმ ტექნოპროცესზე, 6 MB L3 დონის კეშ-მეხსიერებას საკმაოდ დიდი ადგილი სჭირდება, ჩიპიდან მისი ამოღება კი ათავისუფლებს საკმაოდ დიდ ადგილს და ბირთვიც საბოლოო ჯამში საკმაოდ მცირე ზომის გამოდის. Deneb 0MB L3 გაცილებით პატარა ბირთვი იქნება Nehalem-თან შედარებით და პრეტენზიაც ექნება, მსოფლიოს ყველაზე პატარა Quad-Core-ების სიაში ჩაეწეროს.

პატარა ბირთვი ნიშნავს მცირე ენერგომოხმარებას, გრილ მუშაობას და წარმოებისას ნაკლებ ხარჯს. შესაბამისად, აღნიშნული პროცესორები ჩვეულებრივ ვერსიასთან შედარებით, იაფი ეღირება. თუ L3 კეშის გარეშე პროცესორი წარმადობაში ბევრს არ დაკარგავს, შესაძლოა, მის ხარჯზე, AMD-მ საკმაოდ დიდი მოგება მიიღოს.





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 12-03-2008, 14:35:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.