მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
nVidia GT200 სავარაუდოდ 2008 წლის მე-3/4 კვარტალში გამოვა
nVidia GT200 სავარაუდოდ 2008 წლის მე-3/4 კვარტალში გამოვა

Fudzilla-ს ინფორმაციით, nVidia-ს შემდეგი თაობის ჩიპი, GT200, სავარაუდოდ 2008 წლის მე-3 კვარტალში გამოვა. ამჟამად, კომპანია გეგმავს Geforce 9800 GX2-ის ოფიციალურ ანონსს და შემდეგ მთავარი სამუშაო სწორედ GT200 იქნება.

დადის ჭორები, რომ აღნიშნული ჩიპი იქნება D10E (Desktop 10th Generation Enthusiast) და ვიდეო დაფები, რომლებიც აღნიშნულ GPU-ზე აიწყობა, GeForce 10-ის სახელით გამოვლენ. თუმცა, ეს მხოლოდ ჭორია და, შესაძლოა, GT200-ზე მე-9 სერიის GeForce-ები აიწყოს.

სავარაუდოდ, nVidia GT200/G100/D10E ჩიპებს ბაზარზე 2008 წლის მე-3 კვარტალში გამოუშვებს, თუმცა, შესაძლოა, ანონსმა მე-4 კვარტლისკენ ან სულაც 2009 წლისკენ გადაიწიოს. ეს დამოკიდებული იქნება კომპანიის შედეგებზე GT200-თან მიმართებაში და კონკურენტებზე.





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 12-03-2008, 14:43:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.