COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Hard News » AMD Kuma Q2-2008-ში გამოვა

http://www.compinfo.ge/index.php?area=1&p=news&newsid=1752


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
AMD Kuma Q2-2008-ში გამოვა
AMD Kuma Q2-2008-ში გამოვა

CeBIT 2008-ზე ცნობილი გახდა, რომ კომპანია AMD ორბირთვიანი Kuma პროცესორების ბაზარზე გამოშვებას 2008 წლის მეორე კვარტალში გეგმავს. როგორც ცნობილია, ეს მე-2 კვარტლის ბოლო იქნება.

ახალი პროცესორები დაფუძნებული იქნება B3 სტეპინგზე, შესაბამისად, ისინი თავისუფალი იქნება L3 კეშის ბაგისგან, რომელიც თავს იჩენს B2 სტეპინგში 2.4+ გჰც სიხშირეზე.

3-ბირთვიანი პროცესორები უფრო ადრე გამოვა, Q1-ის ბოლოს, რომლებიც იგივე 4-ბირთვიანი პროცესორებია ერთი გათიშული ბირთვით. ეს ერთი ბირთვი კი წარმოებისას წუნდებული ბირთვია :-)

რაც შეეხება 45 ნმ ტექნოპროცესზე წარმოებულ ორბირთვიან პროცესორებს, ისინი ბაზარზე მხოლოდ 2009 წლისთვის გამოჩნდებიან.

AMD ძალიან აგვიანებს და ბაზარზე პირველად 4-ბირთვიან პროცესორებს უშვებს. არადა, დღეს პროცესორების ბაზრის უდიდესი ნაწილი სწორედ ორბირთვიან პროცესორებს ეკუთვნით, შესაბამისად, ყველაზე დიდი მოგების მიღება მათგან შეიძლება.





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 12-03-2008, 15:12:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.