COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Hard News » Intel-ი Raytracing-ის პოპულარიზაციას იწყებს

http://www.compinfo.ge/index.php?area=1&p=news&newsid=1753


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
Intel-ი Raytracing-ის პოპულარიზაციას იწყებს
Intel-ი Raytracing-ის პოპულარიზაციას იწყებს

Fudzilla-ს ჟუნრალისტებს საშუალება მიეცათ, გასაუბრებოდნენ Daniel Pohl-ს, რომელიც Raytracing-ით აწყობილი Quake 3 და 4-ის მამამთავარია. Raytracing-ი გრაფიკაში სავარაუდოდ საკმაოდ დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.

Raytracing-ის გამოყენებით, ინტელის პროცესორებს შეუძლაით GPU-ს დაუხმარებლად გაარენდერონ სცენა. თანაც, წარმადობა საოცრად კარგად იმატებს ბირთვების რაოდენობის ზრდასთან ერთად! ოთხბირთვიანი პროცესორი 3.9-ჯერ მეტ წარმადობას აჩვენებს ერთბირთვიანთან შედარებჳთ, 8-ბირთვიანი აჩვენებს 7.8-ჯერ მეტ წარმადობას, ხოლო 16 ბირთვიანი - 15.2-ჯერ მეტს.

ბატონმა დანიელმა თვალსაჩინოების სახით ჟურნალისტებს Quake 3 უჩვენა, რომელიც მუშაობდა მისივე საკუთარ ლეპტოპზე, რომელიც 1.2GHz-იანი Core Solo პროცესორით იყო აღჭურვილი. ამ პატარა და ერთი შეხედვით სუსტმა პროცესორმა მოახერხა Quake 3-ის 20-30 კადრი/წამში (FPS) სიჩქარით გაშვება! ეს ნიშნავს, რომ რეიტრეისინგი წარმატებულად იმუშავებს მცირესიმძლავრიან კომპიუტერებშიც.

Raytracing-ის გამოყენება გადაწყვეტს მრავალ პრობლემას, რომლებსაც გრაფიკაში/თამაშებში მომუშავე სპეციალისტები წლების განმავლობაში აწყდებოდნენ და აწყდებიან. შედეგად, Raytracing-ის მიმართულებით სიარული გამართლებულია, მაგრამ დღევანდელი გრაფიკული ჩიპები (nVidia და ATI) ამ ტექნოლოგიაში საკმაოდ სუსტები არიან და ინტელის პროცესორებს კონკურენციას ვერ გაუწევენ. დროა, ორივე მწარმოებელმა რაღაც მოიმოქმედოს Raytracing-ის მიმართულებით, რადგან კონკურენტი უკვე კარზეა მომდგარი.

ფილმების ინდუსტრია უვკე კარგა ხანია Raytracing-ს იყენებს და თუ თამაშებშიც გაცილებით უკეთესი და რეალისტური გრაფიკა გვინდა, ჩვენც მოგვიწევს აღნიშნული ტექნოლოგიის გამოყენება. როგორც ჩანს, ინტელმა იპოვნა გრაფიკულ სამყაროში თავისი გზა და მისგან გადახვევას არ აპირებს. საინტერესოა, რას მოიმოქმედებენ Nvidia და ATI.

Image





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 12-03-2008, 15:20:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.