მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
G-Archiever, ანუ ჯაშუში სამალავის გარეშე

როგორც წესი, როცა რაიმე რთული ან უბრალოდ რუტინული კომპიუტერული მოქმედება გვაქვს ჩასატარებელი, შესაბამის სოფტს ვეძებთ და ვიყენებთ. ვისაც როგორ ურჩევნია – ზოგი არაფრის დიდებით იყენებს გატეხილ და ნამამაძაღლარ პროგრამას და ღამეებს ათენებს, რომ როგორმე შესაბამისი სიმძლავრის უფასო ან ღია კოდის ალტერნატივა იპოვოს, ზოგს ლიცენზია სულ არ ადარდებს და გატეხილ პროგრამას იყენებს, ზოგსაც ლიცენზია არ ადარდებს, მაგრამ კრეკის მოძებნა არ შეუძლია :–)

მოკლედ, მთელი ჩვენი დრო სოფტის თუ კრეკის ძიებას მიაქვს და სასურველის პოვნის შემთხვევაში სიხარულითაც  ვიყენებთ მას, მაგრამ გიფიქრიათ კი ოდესმე, რა შეიძლება მოჰყვეს ამა თუ იმ პროგრამის გამოყენებას? ჰმმ, არც მე :–) აქამდე, ყოველ შემთხვევაში.

გარდა სისტემის სტაბილურობის დაკარგვისა, თურმე შესაძლებელია რამდენიმე ახალი თავსატკივარიც გაიჩინოთ. მაგალითად, ვიღაცას არც ისე შემთხვევით მეილზე მიუვიდეს თქვენი პაროლები :–)



ცოტა ხნის წინ Coding Horror–ზე გამოქვეყნდა საკმაოდ დამაფიქრებელი სტატია. ერთ–ერთმა პროგრამისტმა გამოაქვეყნა თავისი აღმოჩენა – პროგრამა, სახელად G–Archiver, რომელიც შექმნილია თქვენი Gmail საფოსტო ყუთის რეზერვირებისთვის, თავისი საქმის გაკეთებასთან ერთად თქვენს Gmail სახელსა და პაროლს იპარავს.

ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ერთ–ერთ პროგრამისტს, დასტინ ბრუკს (Dustin Brooks) დასჭირდა თავისი საფოსტო ყუთის რეზერვირება, ჩამოტვირთა G-Arcihver და აღმოაჩინა, რომ პროგრამას რამდენიმე მისი აზრით საჭირო ფუნქცია აკლდა. მან გადაწყვიტა ჩაესწორებინა პროგრამული კოდი რეფლექტორის (პროგრამა, რომელიც .exe ფაილს საწყის პროგრამულ კოდში გარდაქმნის) დახმარებით.

თუმცაღა მან კოდში რამდენიმე უცნაურობა შენიშნა – პირველი ის, რომ ავტორს კოდში ჩაყოლებული ჰქონდა თავისი Gmail საფოსტო ყუთის სახელი და პაროლი. "ჩავთვალე, რომ ეს ნამდვილად არ იყო ჭკვიანური გადაწყვეტილება" – წერს დასტინი – "მაგრამ ცოტა ხანში შევამჩნიე, რომ სახელი და პაროლი, რომელიც მომხმარებელს შეჰყავდა სასურველი საფოსტო ყუთის მისათითებლად, პროგრამის ავტორის ელ–ფოსტაზე იგზავნებოდა!"

იცოდა რა პროგრამის ავტორის ელ–ფოსტა და პაროლი, დასტინი უპრობლემოდ შევიდა მის საფოსტო ყუთში და 1777 წერილიანი სიის თავში საკუთარი ელ–ფოსტის მისამართი და პაროლი დაინახა :–)

 

მოკლედ, დასტინს, როგორც თვითონ ამბობს, "ხელში შემოეშალა" ყველა წერილი და "შემთხვევით შეეცვალა" საფოსტო ყუთის პაროლიც და საიდუმლო კითხვაც; ასევე, მან წერილი მისწერა Google–ს და ამ საფოსტო ყუთს, ალბათ, უახლოეს მომავალში გააუქმებენ.  ასე რომ, პროგრამის ავტორი თავისი ქმნილებისგან არალეგალურ მოგებას ვეღარ მიიღებს.

ასე რომ, გაფრთხილდით ყველა იმ პროგრამასთან მიმართებაში, რომელიც თქვენი ელ–ფოსტის, სისტემის თუ რაიმე სხვა სერვისის პაროლს ითხოვს. მეტიც, არავითარ შემთხვევაში ენდოთ მათ, თუ ცნობილი კომპანიის მიერ არ არიან წარმოებულნი.



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 12-03-2008, 18:30:00 | domen
   
სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


გამოხმაურება

აწი ბოლომდე წაიკითხე ხოლმე და წაკითხვის მერე გააზრებაც არ დაგავიწყდეს :-p

პროგრამა Trial ვერსიაშიც იგივეს აკეთებს ;)
12-03-2008, 20:30:52 | domen

ხომ ვიძახი კრეკებს ნუ იყენებთ მეთქი ახია თქვენზე
12-03-2008, 19:57:13 | Gi0rgius

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.