მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
მაიკროსოფტი ღია კოდის პოპულარიზაციას მხარს უჭერს

სემ რემჯი–მ (Sam Ramji),რომელიც კორპორაცია მაიკროსოფტის open source მიმართულების განყოფილებას ხელმძღვანელობს, განაცხადა რომ კორპორაცია მაიკროსოფტი ყოველთვის უჭერდა, უჭერს და დაუჭერს მხარს ნოვატორულ და პროგრესულ იდეებს. მისი განცხადებით Microsoft ახალ პროექტს იწყებს, რომლის განვითარებაც Eclipse Foundation და Apache Software Foundation მხარდაჭერით მოხდება. ,,ჩვენ უკვე ვთანამშრომლობთ Eclipse Foundation–თან და ამის ანონსირება უახლოეს რამდინიმე კვირაში მოხდება"–განაცხადა სემ რემჯი–მ გამომცემლობა eWeek–თან ინტერვიუში. აგრეთვე მან დაამატა რომ იგი უკვე გაესაუბრა Eclipse Foundation–ის აღმასრულებელ დირექტორს მაიკლ მალინკოვიჩს (Mike Milinkovich) ზემოთაღნიშნულთან დაკავშირებით.

Visual Studio და Eclipse წარმოადგენენ პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის ყველა მძლავრ იარაღებს მსოფლიოს პროგრამულ ბაზარზე და ნებისმიერი სახის თანამშრომლობა მათ მწარმოებელ კომპანიებს შორის სასარგებლო იქნება, – განაცხადა სემ რემჯიმ.
2008 წლის 19 მარტს ჩატარებული EclipseCon კონფერენცია დაადსტურებს ამ ინფორმაციას, მანამდე კი იგი თავს იკავებს სხვა დამატებითი ინფორმაციისაგან. ასევე იქცევიან Eclipse Foundation–ის წარმომადგენლებიც.
სამმა წამყვანმა ექსპერტმა: მიგელ დე იკასა (Novell), ენდი გუტმანსი (Zend Technologies ) და მაიკლ შრეპფერი(Mozilla) ძალიან დადებითად შეაფასეს Microsoft–ის ეს ნაბიჯი. მათი თქმით ,,Microsoft–მა ბოლო წლებში დიდ პროგრესს მიაღწია".
მაგრამ აქვე უნდა აღნიშნოს მიგელ დე იკასას განაცხადი MIX 08 კონფერენციაზე. მან უარყოფითად შეაფასა Novell–ს და Microsoft–ს შორის დადებული პატენტური ხელშეკრულება, რამაც opensource საზოგადოების დიდი გულისწყრომა გამოიწვია.
"მე ძალიან არ მომეწონა ის ფაქტი, რომ ასეთი ტიპის ხელშეკრულება დაიდო, მაგრამ გადაწყვეტილება ,,ზემოდან" იყო მიღებული. მე ვფიქრობ რომ ჩვენ opensource საზოგადოებასთან უნდა დავრჩეთ".
მოხდება თუ არა ეს ყველაფერი სინამდვილეში და გადავა თუ არა ღია კოდის სული Microsoft–ს სხვა პროექტებზე, არავინ არ იცის. დაველოდოთ და დრო გვიჩვენებს.





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 12-03-2008, 21:37:00 | Gi0rgius
   
სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 2
შეფასება: 3


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.