მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
ინდური ინტერნეტი

ამერიკულმა ორგანიზაციამ სახელწოდებით Open Mind 2 ინდურ სოფელში, პულპურსა და ეტიდში დააყენა მოწყობილობა, სახელწოდებით - Question Box, რომელიც სოფლის მცხოვრებლებს საშუალებას აძლევს მიიღონ ინფორმაცია ინტერნეტიდან ისე, რომ თავად გლობალურ ქსელთან არ ჰქონდეთ წვდომა. Question Box წარმოადგენს ტელეფონს, რომელსაც ნომრის აკრეფის ფუნქცია არ გააჩნია. ღილაკზე ხელის დაჭერის შემდეგ მომხმარებელი (სოფლის მცხოვრები) უკავშირდება ნიუ–დელიში მყოფ ოპერატორს, რომელიც ამ სოფლებიდან რამდენიმე ათეული კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.



ოპერატორი, რომელიც ინტერნეტში ჩართულ კომპიუტერზე ზის, ისმენს კითხვებს და ინტერნეტის საშუალებით ეძებს პასუხს. აგრეთვე შესაძლებელია ელ–ფოსტის გაგზავნაც, კითხვების დასმა და პასუხების მიღება სრულიად უფასოა.
ამ მოწყობილობის ავტორების აზრით Question Box–ის დიდი პლიუსი ისაა, რომ მისი გამოყენება ყველას შეუძლია, იმ ადამიანების ჩათვლით, ვინც წერა კითხვაც კი არ იცის .
უახლოეს მომავალში იგეგმება ამ აპარატურის გაუმჯობესება ისე, რომ ოპერატორთან კავშირი ჩვეულებრივი ტელეფონითაც შეიძლებოდეს. აგრეთვე აღსანიშნავია ის ფაქტიც,  რომ ვინც ამ პროექტის დახმარებას მოინდომებს და 1000$-ზე მეტს გადაიხდის, Open Mind სპეციალისტები საკუთარ Question Box–ს აჩუქებენ.

ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 22-03-2008, 20:14:00 | Gi0rgius
   
სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


გამოხმაურება

რას არ გაიგებ რა :-D
25-03-2008, 22:05:25 | domen

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.