Intel: CPU უკეთსია, ვიდრე GPU
Intel-მა ერთ-ერთი პრეზენტაციის დროს წარმოადგინა ახალი სლაიდები, სადაც იგი ადასტურებს, რომ CPU უკეთსია, ვიდრე GPU. ამის დასადასტურებლად კომპანიას საკმაოდ ბევრი მაგალითი მოჰყავს, მათ შორის ფოტოების, ვიდეოებისა და მუსიკების მოსმენა/ყურება/კონვერტირება, ინტერნეტში სეირნობა, ყოველდღიური მუშაობა კომპიუტერთან, რენდერინგი... Intel-ის თქმით, ამ ყველაფრისთვის ძლიერი GPU სულაც არაა საჭირო. ამ მოსაზრებას ჩვენც ვეთანხმებით, რა თქმა უნდა.
თუმცა, ინტელი ამბობს, რომ საშუალო დონის თამაშებისთვის, მაგ: Unreal Tournament 2004-ის სათამაშოდ, ინტელის ინტეგრირებული გრაფიკული ადაპტერიც კი საკმარისია. რეალურად თუ შევხედავთ სიტუაციას, მაღალი ხარისხით და კარგი FPS-ით ვერც ამ თამაშს ვითამაშებთ Intel-ის IGP-ით. შესაძლოა გრაპიკულ ადაპტერს გამოთვლითი სიმძავრე საკმარისი აქვს, მაგრამ ინტელს არასდროს შეუწუხებია თავი IGP-ს დრაივერების დასახვეწად. შესაბამისად, თამაშებში ინტელის დღევანდელი გრაფიკული გადაწყვეტა საკმაოდ მოიკოჭლებს.
მიუხედავად ყველაფრისა, ინტელი თანხმდება, რომ ჰაი-ენდ თამშების სათამაშოდ, როგორიცაა მაგ, Crysis, საჭიროა ძლიერი GPU და მხოლოდ CPU ვერაფრით დაგეხმარებათ :-) ბრძოლა გრძელდება, ინტელის საპრეზენტაციო სლაიდის ნახვა კი აქ შეგიძლიათ.
ბეჭდვითი ვერსია | 23-03-2008, 17:59:00 | Power_VANO
|
|
სტატიის შეფასება |
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!
|
|