მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
Blu-ray დისკების დაცვა BD+ გატეხილია!

მიუხედავად იმისა, რომ ჰოლივუდის სტუდიებს დიდი არჩევანი არ აქვთ იმაშ, თუ რა დისკებზე ჩაწერენ თავიანთ მაღალ ხარისხიან (ფაილის მაღალი ხარისხი იგულისხმება და არა თვითონ ფილმის) ქმნილებებს, Disney და Fox-ი Blu-ray Disc ფორმატს ანიჭებენ უპირატესობას, მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ფორმატს კოპირებისგან დამცავი შესაძლებლობები აქვს.

მას შემდეგ, რაც AACS დაცვა გატეხილ იქნა, მწარმოებლებმა ლურჯ დისკებს ახალი დაცვა, BD Plus (BD+) აჩუქეს (2007 წლის ივნისი).

თუმცა, როგორც ყოველთვის, ამ დაცვის გატეხვასაც მხოლოდ გარკვეული დრო დასჭირდა. რამდენიმე დღის წინ განახლებული SlySoft AnyDVD HD იუწყება, რომ მის 6.4.0.0 ვერსიას აღნიშნული დაცვის გაუვნებელყოფება შეუძლია.

BD+ საკმაოდ ძლიერი დაცვის სისტემა იყო, რომელიც წიანსწარ აანალიზებდა ინფორმაციის მიმღებ აპარატურას საჭირო დრაივერებისა და გარემოს არსებობაზე. თუ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდებოდა, ვიდეოს ნახვა შეუძლებელი იყო. ეს ეხებოდა ე.წ. რიპინგსაც (Ripping).

ამჯერად აღნიშნული ტექნოლოგიაც გატეხილია, შესაბამისად, შეგიძლიათ განაახლოთ თქვენი AnyDVD და დატკბეთ ახალი ფილმებით, თუ რა თქმა უდნა, აპარატურა გიწყობთ ხელს.





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 26-03-2008, 18:14:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.