მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
AMD 1700 ადამიანს სამსახურიდან ათავისუფლებს
AMD 1700 ადამიანს სამსახურიდან ათავისუფლებს

როგორც ცნობილი გახდა, AMD აპირებს თავისი თანამშრომლების 10%-ის დათხოვნას. ამჟამად კომპანიაში 17 ათასი ადამიანი მუშაობს, შედეგად, როგორც ჩანს, 1700-ს სამსახურის დატოვება მოუწევს. სავარაუდოდ, თანამშრომლების დათხოვნა უახლოეს 2-3 კვირაში მოხდება და იგი შეეხება ყველას, უბრალო მუშებიდან დაწყებული, ინჟინრებითა და მენეჯერებით დამთავრებული.

თუმცა, ამ ფაქტს AMD-ს ინვესტორებისთვის დადებითი შედეგი ექნება. თანამშრომლების დათხოვნა კომპანიის ხარჯებს შეამცირებს, შესაბამისად, გაიზრდება აქციების ფასიც.

ასევე, გასათვალისწინებელია, რომ კომპანიის ნაბიჯი მხოლოდ მხოლოდ მისი ცუდი მდგომარეობით არაა გამოწვეული. შორეულ დასავლეთში (აშშ...) ეკონომიკა საკმაოდ დიდ კრიზისს განიცდის, კატასტროფულად ეცემა დოლარის ფასი. ამ მხრივ კარგ მდგომარეობაში არც Intel-ი და Nvidia არიან.





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 26-03-2008, 18:27:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


გამოხმაურება

ერთის მხრივ მიხარია AMD-ის რომ ერხევა, Intel-ს ვეღარ გაუხურებს, მეორე მხრივ კი intel-ის პროცკები კატასტოფულად გაძვირდება და ერთ ადგილას გაჩერდება :(
არვიცი არვიცი :(
27-03-2008, 17:02:22 | otosaxel

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.