COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Hard News » B3 სტეპინგის Phenom-ი დღეს გამოვა

http://www.compinfo.ge/index.php?area=1&p=news&newsid=1768


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
B3 სტეპინგის Phenom-ი დღეს გამოვა
B3 სტეპინგის Phenom-ი დღეს გამოვა

დღეს კომპანია AMD B3 სტეპინგის Phenom-ს უშვებს ბაზარზე. ძველი B2 სტეპინგისგან მისი გარჩევა საკმაოდ ადვილია, ახალ სტეპინგს ახალი აღნიშვნა - 9x50 აქვს.

ყველაზე იაფი Phenom 9550 შეცვლის 9500 ვერსიას. მისი სამუშაო სიხშირე 2.2 გჰც იქნება, ფასი კი 149 ევრო. ასევე გამოვა კიდევ ორი მოდელი - 2.4 გჰც-იანი 9750, რომლის ფასი 249 ევრო იქნება და 2.5 გჰც-იანი 9850, ფასი - 177 ევრო (ამ მოდელის ფასი არასწორია :-))

9550 და 9750-ის TDP 95 ვატს შეადგენს, ხოლო 9850-ისა - 125 ვატს.

ასევე, მოსალოდნელია 9850-ისა და 9950-ის (2.6 გჰც) Black Edition ვარიანტების გამოშვებაც, თუმცა, აღნიშნული ინფორმაცია ჯერ დაუზუსტებელია.





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 26-03-2008, 19:08:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.