მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
იყო Google, გახდა Goolag

ჰაკერების ჯგუფმა Cult of the Dead Cow (CDC) შეიმუშავა პროგრამა, სახელწოდებით Goolag Scanner.  პროგრამა საშუალებას იძლევა Google-ის მეშვეობით მოიძებნოს ისეთი საიტები, რომლელთა ავტორებსაც უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შეცდომები გაეპარათ. ის ფაქტი, რომ Google მილიონობით საიტს ანიდექსირებს ყველასთვის ცნობილია. აგრეთვე ცნობილია ისიც, რომ პაროლები და პრივატული ინფო ზოგჯერ არასწორ ადგილას და არასწორი უფლებებით ინახება სერვერზე, რასაც ეს პროგრამა ზუსტად აჩვენებს. Goolag Scanner ვრცელდება სრულიად უფასოდ, აქვს ძალიან მარტივი ინტერფეისი და ამავე დროს ღია კოდისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ მსურველს შეუძლია დაქაჩოს მისი საწყისი კოდები და საკუთარი იდეების მიხედვით დააკომპილიროს. გადმოწერა შესაძლებელია ოფიციალური საიტიდან.



თუ პროგრამა აღმოაჩენს მითითებულ საიტ(ებ)ზე შეცდომებს, გამოვა შესაბამისი შეტყობინება ბმულების სახით, რომლებზე დაჭერისას ჩვენ შევძლებთ, ხელში ჩავიგდოთ საიტის პაროლები და სხვა პრივატული ინფორმაცია =)).
პროგრამის ტესტირებისას CDC–ის წევრებმა ძალიან ბევრი ასეთი საიტი აღმოაჩინეს. ეს საიტები ძირითადად ჩრდილოეთ ამერიკაში და ევროპაში იყო რეგისტრირებული.
CDC–ის ერთ–ერთმა წევრმა აღნიშნა და ხაზი გაუსვა იმას, რომ მათი ჯგუფის აზრით, ინტერნეტი კოშმარულ პლატფორმას წარმოადგენს უსაფრთხოების თვალსაზრისით. იგი ყველა ვებმასტერს ურჩევს, გამოიყენოს ეს პროგრამა საკუთარი სერვერის გასატესტად მანამ, სანამ ამას სხვა (ბოროტის მსურველი) არ გააკეთებს. ზემოთ აღნიშნულმა ინფორმაციამ დიდი აურზაური გამოიწვია და ვებმატერებმაც არ დააყოვნეს, ამჟამად მიმდინარეობს ამ პროგრამის მეშვეობით სერვერებზე არსებული შეცდომების გამოსწორება.
თუ გსურთ უფრო კარგად გაეცნოთ Goolag Scanner–ის გამოყენების ხერხებს, იხილეთ ეს ვიდეო.
CDC–ის წევრები დიდი ხანია IT უსაფრთხოების დარგში მოღვაწეობენ. მათი ყველაზე ცნობილი პროდუქტია 10 წლის წინ შექმნილი Back Orifice, დაშორებული მართვის უტილიტა, რომელიც ვინდოუსზე მუშაობს.
დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ მათი საიტი: http://www.cultdeadcow.com



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 27-03-2008, 21:13:00 | Gi0rgius
   
სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 1
შეფასება: 2


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.