მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
nlite-ის ახალი Build-ი

15 მარტს მოევლინა ამ ქვეყანას ცნობილი nlite-ს ახალი ბილდი, რომელიც ჯერ ბეტა ვერიაა, თუმცა სასიხარულო ისაა, რომ წესით უნდა იმუშაოს WinXP ბეტა SP3-ის ინტეგრაციაზე.

=შესავალი=
ვინდოუსის გამოსვალის შემდეგ ხდება მასში ხვრელების აღმოჩენა და ე. წ. updates (განახლებების) გამოშვება, საბოლოოდ კი ეს აპდეიტები იკრიბება და რამდენიმე წლის თავზე გამოდის SP ანუ სერვის პაკი. აშკარაა, რომ ახალი sp-ის დაყენება საჭიროა, მაგრამ არსებულ სისტემაზე sp-ის გადაწერით ვიღებთ ”აჯაფსანდალს” და სისტემის არასტაბილურაბას, აპდეიტების სისტემაშივე დაინსტალებისას კი ვიღებთ უბრალოდ გაზრდილ დისკს და დუბლირებულ ფაილებს, რომლებიც არავის უყვარს. ამ პროგრამის მიზანიც სწორედ შემდეგი ვინდოუსის ინტალაციამდე ისეთი დიკის შექმნაა, რომელშიც უკვე ჩაშენებული იქნება sp-იც და update-ებიც.



=შესაძლებლობები=
როგორც ვთქვი ამ პროგრამას შეუძლიია sp-ის და update-ს ინტეგრირება, ასევე შეუძლია დრავივერების ინტეგრირება და სისტემის გადაყენების შემდეგ დრავივერების ჩაინსტალება აღარ მოგიწევთ! ასევე შეუძლია ზედმეტი კომპონენტების ამოყრა, რაც ამცირებს დაინსტალებული ვინდის ზომას (პატარა ვინჩი ვისაც გაქვთ გამოგადგებათ ;-)) და ამასტან სისტემაც უფრო სწრაფად იმუშავებს. ასევე შეუძლია რაღაც პარამეტრების ავტომატიზირება, მაგალითად ინატალციის დროს მარტო პირველ ეტაპზე გიწევთ ჩარევა და შემდეგ S/N-ის თავისით ჩაიწერება და მეორე გრაფიკული რეჟიმი ავტომატურად წავა. ასევე შეიძლება სისტემის დაყენებამდე კონფიგურება ანუ დაყენებისას უკვე კონფიგურებული ვინდი დაგხვდებათ. მაგარია, არა :)

=სისტემური მოთხოვნილებები=
სისტემაში საჭიროა ინსტალირებული იყოს .NET Framework
ასევე საჭიროა დიკზე გადმოწეროთ თქვენი XP-ის იმიჯი და შექმნისას უნდა გაკეთდეს iso იმიჯი, ანუ ჯამში საღაც 1,4 გიგაბაიტი თავისუფალი ადგილი გჭირდებათ ვინჩესტერზე.

ოფიციალური გვერდი
გადმოწერა (სხვადასხვა ვერსია)
ბოლო ვერსიის ინტალერი 2,48 მბ
ბოლოს შეტანილი ცვლილებები
.NET Framework 2.0 SP1 (x86) 23.6 მბ
.NET Framework 2.0 SP1 (x64) 46.9 მბ



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 29-03-2008, 16:29:00 | otosaxel
   
სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.