მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
Skype Take a deep breath™ 3.6.0.248
სამყაროს მოევლინა ცნობილი ინტერნეტ ტელეფონის ახალი 3.6.0.248 ვერსია, დიდი ცვლილებები არ მომხდარა, შეიძლება ითქვას რომ არც არაფერი არ დაეტყო, თუმცა უსაფრთხოების მოყვრულებს ვურჩევ გადმოწერონ :)

 Skype


=შესავალი=
იყო ძველი დრო და საკონტაქტოდ მარტო ჩატის irc სერვერები თუ არსებობდა და რათქმა უნდა ელ ფოსტა. ეს იყო შორეულ 90 წლების დასაწყისში, უკვე 90 წლების დასაწყისში გაჩნდა ე. წ. მესინჯერები, რომლებიც საშუალებას აძლევდა ხალხს დაუყოვნებლად ტექსტური მესიჯების მიმოცვლას, irc-ს გან გასხვავებით ეს სერვისი ორიენტირებული იყო პირად საუბარზე და ამასთან ერთად შესაძლებელი იყო ფაილების მიმოცვლაც სერვერის ჩარევით. ცაოტახანში გაჩნდა ქსელი KAZZA, რომელიც ფაილების მიმოცვლის საშუალებას იძლეოდა სერვერის ჩაურევლად პირდაპირ კომპინდან კომპზე, ამას დაერქვა P2P (Peer to Peer) პროტოკოლი, ამ პროტოკოლის საფუძველზე იგივე KAZZA-ს ავტორებმა შექმნეს ინტერნეტ ტელეფონი Skype, რომელიც დღეისთვის ერთ–ერთ აუცილებელ პროგად იქცა ;-)

რეალურად პირველი ასეთი ტელეფონი, რომელშიც ვებ კამერას გამოყენებაც კი შეიძლებოდა იყო Microsoft NetMeeting-ი, რომელიც ხარისხით ვერ გამოირჩეოდა და გავრცელება ვერ ჰპოვა, მისგან გასნხვავებით კი Skype-ს კარგი ხარისხი ჰქონდა და ინტერნეტ ტელეფონის სინონიმადაც იქცა ;-)
მოგვიანებით შესაძლებელი გახდა ვიდეო ზარების განხორიციელებაც (2.x ვერსიებიდან), კონფერენციის გამართვა და სხვა.

=შესაძლებლობები=
Skype-ის თანამედროვე ვერსიებს, რა თქმა უნდა, აქვს ერთმანეთში დაკავშირების (დარეკვა), ჩატის, ფაილის SSL რეჟიმში გაგზავნის , როგორც დარეკვის, ასევე ჩატის დროს კონფერენციის, ვებ–კამერის გამოყენების, სხვა Skype-ის ანგარიშზე ზარის გადამისამართების  და სხვა საინტერესო ფუნქციები, ასევე ბოლო ვერიას დაემატა პლაგინების მენეჯერი.

=ფასიანი შესაძლებლოები=
Skype-ი ვრცელდება, როგორც უფასო (freeware), ასევე ფაისიან ვერსიებად (PRO).
ფასიან ვერიას უფასოსგან გასხვებით შეუძლია დედამიწის 99%-ის ყველა რეალურ ტელეფონზე დარეკვა, მოკლე ტექსტური შეტყობინების, იგივე SMS-ის გაგზავნა, ავტომოპასუხის დაყენება და სხვა. ეს სილამაზე რომ შეიძინოთ, დაგჭირდებათ Web Money, საიდანაც ანგარიშზე უნდა ჩარიცხოთ თანხა და მობილურის პრინციპით წუთობრივად ჩამოგაკლდებათ ნელნელა.

არსებობს მითი რომ ეს უფასოა, რაც ერთერთ სატელევიზიო რეკლამაშც იყო გაჟღერებული, თუმცა ეს ტყუილია :P, ასევე ვარეზები იტყუებიან და ვირუსებს აწერინებენ თავიანთ მსხვერპლებს, იუწყებიან რა, რომ გატეხეს ეს დაცვა და უფასოდ შეგიძლიათ საუბარი, რაც ასევე ტყულია, მოკლედ ერთი ვარიანტი გაქვთ უნდა იყიდოთ შესაბამისი ანგარიში, ან იყოთ Skype-ს ავტორის ნათესავი ;-)

=სისტემური მოთხოვნილებები=
Skype-ს სამუშაოდ სჭირდება Windows 2000/xp/Vista; Mac OS X v10.3.9 ან უფრო ახალი ან linux-ის რომელიმე ცნობილი დისტრო.

Skype-ისთვის საჭიროა მინიმუმ 1 Ghz-იანი პროცესორი, 256 მბ. RAM-ი, ხმის ბარათი და ინტერნეტი მინიმუმ 33,6 კბ/წმ სიჩქარით. ასევე დიკზე თავისუფალი ადგილი როგორც მინიმუმ 50 მბ.-ის რაოდენობით (იმედია ამდენი დაიტოვეთ ;-))

და Windows 2000/XP_SP1-ის შემთხვევაში საჭიროა DiretX 9.0c-ის დაყენება. ხოლო HD ვიდეოზარისთვის დაგჭირდებათ 384 კბ/წმ სიჩქარიანი ინტერნეტი, აქ ჩვენი პროვაიდერები შორს ;-)

ოფიციალური გვერდი
გადმოწერა
შესაძლებლობები



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 30-03-2008, 20:45:00 | otosaxel
   
სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.