მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
ბილ გეიტსი Apple-ს მმართველობაში? WTF?!
ბილ გეიტსი Apple-ს მმართველობაში? WTF?! ეს საპირველაპრილო ხუმრობა იყო! თუ დაიჯერეთ, ჩვენი ბრალი არ არის :-)
როგორც უკვე იცით, ამ ზაფხულს ბილ გეიტსი Microsoft-დან მიდის. თუმცა, როგორც ჩანს, ბიძია ბილის ხელიდან გაშვება არავის სურს, მათ შორის ძალიან აქტიური Apple-ს დამფუძნებელი, სტივ ჯობსია.

მიუხედავად იმისა, რომ სტივი და ბილი კონკურენტები არიან, ეფლის დამაარსებელი თვლის, რომ ამჯერად ეს მეორეხარისხოვანია. ჯობსის თქმით, ბოლო წლებში მისი კომპანია საკმაოდ გაიზარდა და მას ყველაფრის კონტროლი უჭირს (საინტერესოა ბილი როგორ ახერხებს ეფლზე გაცილებით დიდი კომპანიის წარმატებულ მართვას წლების მანძილზე? :-)). სტივ ჯობსის აზრით, მას დამხმარე სჭირდება, ”ბილზე უკეთესი კი ამ როლისთვის არავინაა” (ეს ჯობსის სიტყვებია). მან ბიძია ბილს ეფლის მმართველობაში ადგილი შესთავაზა.

დანარჩენი უფრო საინტერესო ინფოსთვის, დააჭირეთ სრულად-ს.



სტივ ჯობსის განცხადებით, თუ ბილ გეიტსი მის შეთავაზებას დათანხმდება, მას ჩაბარდება Mac OS-ის მიმართულება (ხედავთ, სად უმიზნებს სტივი? უნდა, რომ ჩვენი ბიძია ბილის ხარჯზე მაინც განავითაროს თავისი ოპერაციული სისტემა), თვითონ კი მობილურების, პლეერების და ლეპტოპების გამოშვებით დაკავდება მხოლოდ (სწორედ ესაა სტივის საქმე, პროგრამირების ნიჭით არასდროს გამოირჩეოდა სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ...). ხოლო იმ კითხვაზე, თუ რატომ ფიქრობს, რომ მაიკროსოფტის დამაარსებელი დათანხმდება მის შეთავაზებას, ჯობსმა უპასუხა: ”ბილს უკვე ყველაფერი აქვს, რატომ არ უნდა სცადოს ესეც?”

ეს შეთავაზება მოულოდნელი აღმოჩნდა არა მარტო ჟურნალისტებისთვის, არამედ, ცხადია, თვით ბილ გეიტსისთვისაც, რომელმაც BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ჯერ არ იცის, დათანხმდება თუ არა შეთავაზებას, თუმცა გამორიცხულიც არაფერიაო (არ გვიღალატო, ბიძია ბილ!..).

მოკლედ, რამდენიმე დღე სანერვიულო კიდევ გვაქვს. საინტერესოა, დათანხმდება თუ არა ბილ გეიტსი ჯობსის შეთავაზებას?



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 01-04-2008, 09:33:00 | Power_VANO
   
სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 3
შეფასება: 1.3


გამოხმაურება

ციტატა
ჰოო, ბიძია ბილი კიდევ იმათთვის სატანაა :D

მართალია, მაგრამ რატომ ვერ ვხვდები;მაკისტებს პირდაპირ სძულთ M$ და Windows, ხოლო ჩვენ, ამ OS-ის აქტიურ მომხმარებლებს იგივე გრძნობა არც სტივ ჯობსის და არც ლინუს ტორვალდსის მიმართ არ გვაქვს(?) და არც MacOS დაLinux ვაძაგებთ ისე, როგორც მაკისტები ვინდოუსს
02-04-2008, 14:42:48 | Gio_kiborg

ჰოო, ბიძია ბილი კიდევ იმათთვის სატანაა :D
01-04-2008, 18:19:26 | Power_VANO

სანერვიულოს ვერაფერს ვხედავ მე აქ :-P წავა გეითსი ეპლში და იქნება მეტი კონკურენცია, საბოლოო ჯამში კი ჩვენ დავრჩებით ისევ მოგებულები :-)

აი, forum.ge-ს მაკისტებს კი გაუჩნდებათ თავსატკივარი :-P M$ მათთვის ხომ ბიძია ბილთან ასოცირდება? :-)
01-04-2008, 18:11:50 | domen

არა მგონია რაღაც ბილი ძიამ გვიღალატოს, თუმცა რაა გამორიცხული, თავის დროზე ძია სტივსაც ხო უღალატა?
01-04-2008, 12:38:44 | Gio_kiborg

ოჰო ჯერ Apple-ში წავა და მერე ტორვალდსაც მიხემარება! (აქ giorgius-ს იმედი მიეცა ).
მარა მაინც რა * ეს ჯობსი რა, თვითონ ვერაფერს ვერ აკეეთებს და მტრის შემოსვებაზეც არ ამბობს უარს ფუფ! და ეგ თუ მოხდა მაშინ MAC OS განვითარდება და დაგვერხააააააააააა
01-04-2008, 11:47:20 | otosaxel

მადლობა სამგანზომილებიან ნიუსებს :)
01-04-2008, 09:50:48 | Power_VANO

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.