მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
Google–მა Yahoo! შეიძინა!!
ეს საპირველაპრილო ხუმრობა იყო! თუ დაიჯერეთ, ჩვენი ბრალი არ არის :-)
როგორც ვიცით, Microsoft-მა Yahoo–ს გარიგება შესთავაზა, რომელზეც Yahoo არ დათანხმდა. შემდეგ M$ მოიქცა საკმაოდ ლოგიკურად, პირდაპირ აქციონერებს დაუკავშირდა და 8 აქციონერმა სასამართლოში სარჩელიც კი შეიტანა დირექტორთა საბჭოს წინააღმდეგ, რადგანაც, მათი აზრით, საბჭომ "დაუფიქრებლად, საკუთარ ინტერესებზე დაყრდნობით უარჰყო შემოთავაზება".

თუმცა, როგორც გამოჩნდა, არც დირექტორთა საბჭო მჯდარა გულხელდაკრეფილი. სასამართლოს პარალელურად ის ფარულ მოლაპარაკებას აწარმოებდა თავის უძველეს კონკურენტთან, Google–თან, და როგორც დღეს დილით გამოჩნდა, არც ისე ტყუილად!

Google Yahoo!–ს ყიდულობს


როგორც დღეს დილით გახდა ცნობილი, Google ყიდულობს, ან, უკეთ რომ ვთქვათ, უკვე იყიდა Yahoo! ყველა საჭირო ფორმალობა ჩავლილია, გიგანტები გაერთიანდნენ, ახლა უკვე საორგანიზაციო საკითხები იხილება, ხდება შესაბამისი სერვისების შერწყმა და რებრენდინგი, ფრთები შეესხათ ინტერნეტ–ჭორიკანებს, სანამ ეს ყველაფერი დასრულდება, კონცეპტების ცვენა არ შეწყდება :–)

Google yahoo!–ს ყიდულობს

რამოდენიმე დღეში შეიცვლება ახლადშექმნილი გიგანტის სახელიც – მას Hugole უნდა დაერქვას და ლოგოც შესამაბისად შეიცვალოს, როგორც ეს მითითებულია შეთანხმებაში (ეს პუნტცი ინიცირებულია Yahoo!–ს მიერ).


ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 01-04-2008, 19:04:00 | domen
   
სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 2
შეფასება: 3.5


გამოხმაურება

მუჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაააააააააა აააა...!!!!!!!!!!!!! აპრილ, აპრილ...!!!!!!!!!!!!!
02-04-2008, 12:34:44 | dato309

სასწაული თუ გინდა კინაღამ დავიჯერე!!!

მარა დავაფასე კარგი საპირველაპრილო ხუმრობა იყო!!
02-04-2008, 01:59:37 | Gozala

ფუ ამის! ფუ ამის!
ორივეზე ფოსტა მაქ გახსნილი და ორივეს აქტიურად ვიყენებ! ნეტა ჩემს ფოსტას რას უზამენ?!
არადა ადრე მიხადროდა MSN-ის და yahoo-ს გაერთიანება, ძლივს ეს გუკლიკი გაქრება მეთქი მარა შეხედე ერთი ამათ ფუჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ
მაგარი გამიტყდა!
გაუმარჯოს M$-ის, წყეულიმც იყოს გუგული და იაჰო! (აქ ვორნები არ მოქმედებს )
მაგარი გამიტყდა! წესით ყველას უნდა გაუტყდეს ვინც თუნდაც ამათ ფოსტას იყენებდა ;)
01-04-2008, 21:18:21 | otosaxel

ასევე დავამატებდი ახალ ინფოს: იაჰუსა და გუგლის საიტებზე რამდენიმე დღეში ჩაირთვება გადამისამართება და ყველანი ახალი გიგანტის, Hugole-სსაიტზე გადავალთ ავტომატურად.

ეჰ... მშვიდობით ბიძია (თუ დეიდა) Google...
01-04-2008, 20:15:46 | Power_VANO

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.