Google–მა Yahoo! შეიძინა!!
ეს საპირველაპრილო ხუმრობა იყო! თუ დაიჯერეთ, ჩვენი ბრალი არ არის :-)როგორც ვიცით, Microsoft-მა Yahoo–ს გარიგება შესთავაზა, რომელზეც Yahoo არ დათანხმდა. შემდეგ M$ მოიქცა საკმაოდ ლოგიკურად, პირდაპირ აქციონერებს დაუკავშირდა და 8 აქციონერმა სასამართლოში სარჩელიც კი შეიტანა დირექტორთა საბჭოს წინააღმდეგ, რადგანაც, მათი აზრით, საბჭომ "დაუფიქრებლად, საკუთარ ინტერესებზე დაყრდნობით უარჰყო შემოთავაზება". თუმცა, როგორც გამოჩნდა, არც დირექტორთა საბჭო მჯდარა გულხელდაკრეფილი. სასამართლოს პარალელურად ის ფარულ მოლაპარაკებას აწარმოებდა თავის უძველეს კონკურენტთან, Google–თან, და როგორც დღეს დილით გამოჩნდა, არც ისე ტყუილად! როგორც დღეს დილით გახდა ცნობილი, Google ყიდულობს, ან, უკეთ რომ ვთქვათ, უკვე იყიდა Yahoo! ყველა საჭირო ფორმალობა ჩავლილია, გიგანტები გაერთიანდნენ, ახლა უკვე საორგანიზაციო საკითხები იხილება, ხდება შესაბამისი სერვისების შერწყმა და რებრენდინგი, ფრთები შეესხათ ინტერნეტ–ჭორიკანებს, სანამ ეს ყველაფერი დასრულდება, კონცეპტების ცვენა არ შეწყდება :–) რამოდენიმე დღეში შეიცვლება ახლადშექმნილი გიგანტის სახელიც – მას Hugole უნდა დაერქვას და ლოგოც შესამაბისად შეიცვალოს, როგორც ეს მითითებულია შეთანხმებაში (ეს პუნტცი ინიცირებულია Yahoo!–ს მიერ).
ბეჭდვითი ვერსია | 01-04-2008, 19:04:00 | domen |
მუჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაააააააააა აააა...!!!!!!!!!!!!! აპრილ, აპრილ...!!!!!!!!!!!!!