მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
Caucasus Online-ს რუსთაველის 31-დან აძევენებ!

დღეს ქართულ ინტერნეტში საკმაოდ სწრაფად გავრცელდა სიახლე უდიდესი ეროვნული პროვაიდერის, Caucasus Online-ის შესახებ. განცხადებაში ნათქვამია, რომ კომპანიას გაეთიშება ელექტროენერგია და მოუწევს რუსთაველის 31-ში დაკავებული ფართის გათავისფულება. გთავაზობთ სიახლის ტექსტს უცვლელად:

___________________________________
საქალაქთაშორისო სატელეფონო ცენტრი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს 
საქალქთაშორისო სატელეფონო ცენტრი "კავკასუს ონლაინის" ინტერნეტმომხმარებლებისთვის სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. როგორც ამ განცხადებაში აღნიშნული, არაერთგზის მცდელობამ კონსესუსის საფუძველზე გადაჭრილიყო კომპანიებს შორის წამოჭრილი პრობლემა, რომელიც საიჯარო ქირის უძრავი ქონების ბაზარზე არსებულ ფასებთან შესბამისობაში მოყვანას შეეხებოდა, ასევე ნახევარწლიანმა მიმოწერამ და სხვადასხვა დონის შეხვედრებმა სასურველი შედეგი ვერ გამოიღო. მხარეთა შეუთანხმებლობას  კი მოჰყვა ის, რომ 10 აპრილიდან "კავკასუს ონლაინს" შეუწყდება ელექტროენერგიის მიწოდება და იგი ვალდებულია გაათავისუფლოს მის მიერ რუსთაველის გამზირის 31-ში მდებარე შენობაში დაკავებული ფართი. "ჩვენ კარგად გვესმის, რომ აღნიშნულმა ქმედებამ შეიძლება გარკვეული პრობლემები შეუქმნას "კავკასუს ონლაინის" ინტერნეტმომხმარებლებს, რისთვისაც მათ ბოდიშს ვუხდით, თუმცა გვინდა განვაცხადოთ, რომ დამდგარ შედეგზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება პროვაიდერის ხელმძღვანელობას, რომელმაც უარი განაცხადა რეალურ დიალოგზე",-ნათქვამია განცხადებაში.

___________________________________

თუმცა, ცოტა არ იყოს უცნაურია ამ სიახლის პირველ აპრილს გამოჩენა. საინტერესოა, სიმართლეა თუ არა ის ყველაფერი, რასაც ამ ნიუსში ვკითხულობთ...





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 01-04-2008, 20:03:00 | Power_VANO
   
სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 1
შეფასება: 1


გამოხმაურება

კიდე ინტი უნდა გაგვითიშოს?!
არა ღირსი კია რაც ჩვენ გვაწამა მარა ისევ ჩვენ გვაზარალებს!
მოკლედ ქართულ ნეტში სანამ ახალი პროვაიდერი არ გაიჩიტება ჩვენი საშველი არა, არააა
01-04-2008, 21:21:35 | otosaxel

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.