მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
10 აპრილს საქართველო ინტერნეტის გარეშე დარჩება!
წინა ნიუსი, რომელიც კავკასუს ონლაინის გათიშვას შეეხებოდა, პირველი აპრილით იყო დათარიღებული, მაგრამ სიმართლე აღმოჩნდა :–) კავკასუს ონლაინი, რაც არ უნდა საოცარი იყოს ეს, 10 აპრილს გადასახადების გადაუხდელობის გამო ელექტროენერგიის გარეშე დარჩება. ეს ნიშნავს, რომ ელექტროენერგია გაეთიშება იმ მაგიურ ოთახსაც, რომლიდანაც ინტერნეტი ნაწილდება მთელს საქართველოში. ეს კი თავის მხრივ ნიშნავს, რომ 10 აპრილს ინტერნეტის მიწოდება შეუწყდება ინტერნეტში ჩართული მომხმარებლების 70–80%–ს!

Caucasus Online

როგორც ბიზნეს–კურიერის დღევანდელი გამოშვებიდან ხდება ცნობილი, მდგომარეობა დაახლოებით ასეთია:

კავკასუს ონლაინი, როგორც ვიცით, განთავსებულია ფოსტის შენობაში. კომპანიას ფართი აქვს აღებული 10 წლიანი იჯარით შენობის იმდროინდელი მფლობელისგან – სახელმწიფოსგან. ცოტა ხნის წინ ეს შენობა შეიძინა კერძო კომპანიამ, რომელმაც დააწესა ახალი საიჯარო ქირა (ძველზე მნიშვნელოვნად მეტი). კავკასუს ონლაინმა არ სცნო ახალი ტარიფები და ქირას უწინდებურად იხდის უკვე დიდი ხანია.

პირველი ოფიციალური წერილი კავკასუს ონლაინის მისამართით 2007 წლის ივნისში გაიგზავნა, ბოლო "გამაფრთხილებელი გასროლა" კი ერთი თვის წინ განხორციელდა – კომპანიას ცოტა ხნით სრულიად შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება. მიუხედავად ამისა, კომპანია არ აპირებს, გადაიხადოს საიჯარო ქირა. ამის გამო მათ ნაწილობრივ უკვე შეუწყდათ ელექტროენერგიის მიწოდება (ამჟამად "ცოცხლობს" მხოლოდ სერვერის ოთახი, კომპანიის დანარჩენი ნაწილი კერძო გენერატორზეა გადაყვანილი). 10 აპრილს კი სრულიად შეწყდება კომპანიის მომარაგება და მათ მოეთხოვებათ დაკავებული ფართის დაცლა.

გასაგებია მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია, ახლა ვნახოთ, რა პასუხს სცემს მათ ქართული გიგანტი პროვაიდერი:

კავკასუს ონლაინის მხრიდან მოწვეულმა პირმა, ქალბატონმა მაია მწარეიშვილმა (დირექტორი სამართლებრივ საკითხებში) განაცხადა, რომ კომპანია არ სცნობს ახალ ტარიფებს და პრობლემის მოგვარებას ეცდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კომპანიას რეალურად შეუწყდება ელექტროენერგიის მიწოდება და ეს გზა იქნება მხოლოდ იურიდიული, ანუ კომპანია სასამართლოში გაასაჩივრებს ამ ქმედებას. მან ასევე აღნიშნა, რომ კომპანია დაკავებულ ფართს რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ დაცლის.

წამყვანის შეკითხვაზე, შეუძლია თუ არა კავკასუსს, გადაიხადოს დასახელებული თანხა და შემდეგ ეცადოს მის ამოგებას სასამართლოს გზით, რათა არ დაზარალდნენ უბრალო მომხმარებლები, ქალბატონმა მაიამ უპასუხა, რომ ასეთი გზა არ არსებობს და ეს იქნება მეპატრონი კომპანიის "უსაფუძვლო გამდიდრება". მგონი გასაგებია, კავკასუს ონლაინს თავისი მომხმარებლები ფეხებზე ჰკიდია!

დასკვნის სახით, "ყველას, ვისაც კი ჩემი გესმით", გირჩევთ, სასწრაფოდ გადაათვალიეროთ სხვა პროვაიდერების დაფარვის ზონები და მომსახურების პაკეტები, აარჩიოთ სასურველი და თუ არ გადახვალთ, თადარიგში მაინც იქონიეთ. კავკასუს ონლაინის მოქმედების წინასწარმეტყველება შეუძლებელია, მათ თვითონაც არ იციან, რას აკეთებენ! :–)

ესეც თვითონ გადაცემის ჩანაწერი (ხარისხი ცუდია, მაგრამ ისმინება :–))



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 02-04-2008, 16:21:00 | domen
   
სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 1
შეფასება: 2


გამოხმაურება

აუ რა სასტიკად ცუდადაა საქმე... :( ჩემთან ნაღდი ალტერნატივა არის ელექტროკავშირი მაგრამ სასტიკი სიჩქარე აქვთ :( ტელენეტი მირჩევნია მაგრამ ჯერ არ ვიცი რა ხდება ჩემსკენ :(

შენთან არის რამე?
02-04-2008, 20:04:31 | Power_VANO

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.