მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
Intel Nehalem
Intel Nehalem

Atom პროცესორების ანონსის შემდეგ ინტელმა IDF 2008-ზე წარმოადგინა სიახლეები და მუშა სისტემები Nehalem-ის ბაზაზე. Nehalem-ის არქიტექტურა გამოყენებული იქნება როგორც მობილურ, ასევე დესკტოპ და სერვერულ სეგმენტში.

როგორც იცით, Nehalem-ს ექნება ინტეგრირებული ოპ. მეხსირების კონტროლერი 3-არხიანი DDR3-ის მხარდაჭერით. ამ თაობის პირვლეი პროცესორები დამზადდებიან 45 ნმ ტექნოპროცესით და პირველ წარმომადგენელს, რომელიც ბაზარზე გამოვა 2008 წლის მე-4 კვარტალში ვიხილავთ. რაც შეეხება ტექნიკურ დეტალებს, ახალ პროცესორებს ექნებათ SSE4 ინსტრუქციები, 4 დამოუკიდებელი ბირთვი (თითოეულზე 256KB L2 კეში) და 8 მბ L3 დონის კეშ-მეხსიერება, რომელიც განაწილებული/გაშარინგებული იქნება ბირთვებს შორის. Nehalem-ის პირველ თაობას 731 მილიონი ტრანზისტორი ექნება.

რაც შეეხება პრეზენტაციას, IDF 2008-ზე კვირის ბოლომდე ყველა მსურველს საშუალება ექნება ნახოს A1 სტეპინგის 3.2 გჰც-იანი Nehalem (Bloomfield ბირთვი) პროცესორებზე აწყობილი სისტემა. რაც მთავარია, პროცესორი მუშაობს 3.2 გჰც სიხშირეზე.



Atom პროცესორების მსგავსად, Nehalem-ის ოჯახის პროცესორებსაც ექნებათ Simultaneous Multithreading (SMT)-ის მხარდაჭერა, რომელიც საზოგადოებისთვის უფრო ცნობილია, როგორც Hyper-Threading (HT).

ინტელის ვიცე-პრეზიდენტმა, პატრიკ გელსინგერმა განაცხადა, რომ პირველი Xeon MP პროცესორები უკვე 8 ბირთვიანი ვარიანტები იქნება და შეცვლიან დღევანდელ Penryn-ის ბაზაზე აწყობილ Dunnington (6 ბირთვი) პროცესორებს. ცხადია, Hyper-Threading-ის მხარდაჭერა 8 ბირთვიან პროცესორებსაც ენქბებათ, შესაბამისად, მათ შეეძლებათ 16 ინფორმაციული ნაკადის დამუშავება. ასევე, შესაძლებელი იქნება ამ პროცესორების გამოყენება ოთხსოკეტიან სისტემებშიც, ანუ 16-ის მაგივრად უკვე 64 (!) ინფორმაციული ნაკადის დამუშავება იქნება შესაძლებელი ერთდროულად.

იმის გამო, რომ Nehalem-ი იყენებს ახალ სოკეტს, სალტეებსა და ტექნოლოგიებს, რომლებიც არათავსებადია დღევანდელ ჩიფსეტებთან, ყველას, ვისაც ახალ სისტემაზე მოუნდება გადასვლა, მოუწევს დედა დაფის გამოცვლაც :-)



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 04-04-2008, 14:24:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


გამოხმაურება

და რა ეღირება ეგ სიამოვნება დაახლოებით?
04-04-2008, 14:59:59 | Gio_kiborg

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.