მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
GetZ Download Manager
ალბათ ახალი არავისთვისაა, რომ სამამულო წარმოების და, მით უმეტეს, უფასო პროგრამებით განებივრებული მაინცდამაინც არ ვართ, ამიტომ ყოველი ასეთი ფაქტი მისასალმებელი და მაქსიმალურად წასახალისებელია.

დღეს გთავაზობთ პროგრამას Getz Download Manager–ს, რომელიც სპეციალიზირდება ქართული ფაილ–სერვერებიდან ფაილების ჩამოტვირთვაზე. დღესდღეობით პროგრამამ 2.0 ვერსიას მიაღწია და მხარს ოთხ ქართულ სერვერს უჭერს. ესენია – fast.ge, link.ge, bin.ge და 700up.com.

პროგრამას გააჩნია მარტივი და სასიამოვნო ინტერფეისი, მოსახმარად დიდი ცოდნა და გამოცდილება არაა საჭირო, თავიდან გვაცილებს ლოდინის აუცილებლობას, შეუძლია რამდენიმე ფაილის ერთდროულად ჩამოტვირთვაც. პროგრამა ვრცელდება ორ – Windows და Mac OS ვერსიებად. როგორც ავტორი გვპირდება, მალე Linux ვერსიასაც ვიხილავთ




შეცდომებისგან არავინაა დაზღვეული – პროგრამას გააჩნია რამდენიმე ცნობილი შეცდომა. თუკი ჯერ აღმოუჩენელ ბაგსაც იპოვით, შეგიძლიათ მისწეროთ ავტორს და დაეხმაროთ პროექტს განვითარებაში. ამავე მეილით შეგიძლიათ ისარგებლოთ ახალი იდეების და სხვა შენიშვნების მიწოდებისთვის.

პროგრამა უფასოა, მაგრამ კეთილისმსურველებს შეუძლიათ პროგრამის საიტიდან გადარიცხონ ფული ავტორის ანგარიშზე. გადასარიცხი თანხის რაოდენობა 10 ლარით განისაზღვრება.

ბოლოს, გთავაზობთ ბმულებს:

პროგრამის ოფიციალური საიტი
პროგრამის ჩამოსატვირთი გვერდი


ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 05-04-2008, 13:15:00 | domen
   
თემატური სიახლეები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 1
შეფასება: 2


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.