COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Soft News » ქართული ინტერნეტი არ გაითიშება!

http://www.compinfo.ge/index.php?area=1&p=news&newsid=1796


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
ქართული ინტერნეტი არ გაითიშება!
გუშინიდან მოყოლებული, Caucasus Online–ის მფლობელობაში მყოფ ყველა საიტზე შესვლისას იხსნებოდა Pop-Up ფანჯარა შეტყობინებით – "ქართული ინტერნეტი არ გაითიშება!"

გთავაზობთ ოფიციალური განცხადების ტექსტს:

----------------------------------------------

კავკასუს ონლაინმა” მოსალოდნელ საბოტაჟთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, უშიშროების საბჭოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და ყველა ძალოვან სტრუქტურას.

ასევე ინფორმირებული არიან საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ამერიკის სავაჭრო პალატა და საერთაშორისო ორგანიზაციები.

ინტერნეტის გათიშვა, ან სხვა რაიმე სახის არაკანონიერი შეფერხება, რომელსაც შექმნიან ანტისაზოგადოებრივი ჯგუფები, ნებისმიერი სახელწიფოს მხრიდან აღიქმება როგორც სისხლის სამართლის დანაშაული.

“კავკასუს ონლაინი” ინტერნეტს თავის მომხმარებელს შეუფერხებლად მიაწვდის. ხოლო ამა წლის შემოდგომაზე იგეგმება საქართველოს მოსახლეობის ჩართვა ყველაზე მაღალ სიჩქარიან და ხარისხიან ევროპული ინტერნეტის ქსელში.


“კავკასუს ონლაინი”

----------------------------------------------

წყარო: inews.internet.ge

მოკლედ, შედგა სასამართლო პროცესი, რომელიც მოიგო კავკასუს ონლაინმა და ყაზახურ კომპანიას აეკრძალა ინტერნეტ–პროვაიდერისთვის მეტი გადასახადის მოთხოვნა, ელექტროენერგიის გათიშვა და ა.შ.

გილოცავთ :–)

ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 05-04-2008, 14:05:00 | domen
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები


გამოხმაურება

ვაჰ, ჯა_ჯ, როგორ ხარ? :)

მეც ეგრე ვიყავი, 5-ში ვიხდი ხოლმე გადასახადს და მეთქი წავიდე არ წავიდე
07-04-2008, 18:33:52 | Power_VANO

ჯანდაბას, ესეიგი წავალ და გადავიხდი DSL-ის დავალიანებას

თორემ ვფიქრობდი მაინც იხურებიან და ფული რაღაზე გადავიხადო მეთქი
07-04-2008, 09:56:41 |

კარგი ამბავია!
05-04-2008, 16:30:27 | otosaxel

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.