NVIDIA VS. INTEL
"ცივი ომი" დასრულდა, Nvidia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ომი Intel-თან ოფიციალურად გამოაცხადა.
Jen-Hsun Huang-მა განაცხადა, რომ ინტელი ტყუის, როცა ამბობს, რომ CPU უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე GPU. Nvidia-ს განცხადებით, ინტელის Core 2 პლატფორმა მომავლის პროცესორებთან შედარებით სხვა არაფერია, თუ არა ტრანზისტორების ნაკრები. მიუხედავად იმისა, რომ Jen-Hsun Huang-ი Nvidia-ს ასე თუ ისე, კარგად მართავს, სავარაუდოდ, ინტელთან ღია კონფრონტაციის დაწყება მისი უდიდესი შეცდომაა. მისი მმართველობის პირობებში კომპანიის აქიცების ფასმა 40 დოლარიდან 19.88-მდე დაიწია, რაც იმის მანიშნებელია, რომ კომპანიაში ყველაფერი ისე კარგად არ მიდის, როგორც გარედან ჩანს. ისეთ გიგანტთან დაპირისპირებას კი, როგორიც ინტელია, საკმაოდ დიდი ფინანსები სჭირდება. ფინანსური სიდუხჭირე AMD-ს კრიზისის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. საინტერესოა, ეყოფა თუ არა Nvidia-ს ბიუჯეტი ბრძოლის ბოლომდე მისაყვანად. Nvidia-ს ვიცე პრეზიდენტის განცხადებით, ომი ოფიციალურად დაიწყო და იგი გავლენას მოახდენს ყველაზე, ვისაც პერსონალური კომპიუტერი აქვს. იგი ამბობს, რომ ინტელი პანიკაშია, AMD-ს კი ეშინია, რადგან მისი მუშაობა phenom-ზე ფუჭია, რადგან ძლიერი პროცესორები საჭირო არ არის. გასაგებია, რომ დღევანდელ თამაშებში უმნიშვნელოვანეს როლს GPU ასრულებს და CPU-ს შედარებით ნაკლები ფუნქცია აკისრია, მაგრამ, როგორ ფიქრობთ, კომპიუტერი მხოლოდ გეიმერებს აქვთ?! თუ Nvidia-ს აქვს გონება დაბინდული და გეიმერებს იქით მისი მმართველების გონება ვერ წვდება? რეალურად რომ შევხედოთ სიტუაციას, გეიმერები კომპიუტერის მომხმარებლების მხოლოდ მცირე ნაწილს შეადგენენ. საწყენია, რომ Nvidia ხალხისთვის თვალში ნაცრის შეყრას ცდილობს. თვალსაჩინოებისთვის გთავაზობთ Nvidia-ს წარმომადგენლების განცხადებების ციტატებს: "They (Intel) said Nvidia is going to be dead. Their graphics are good, but we'll put graphics into the CPU and there is no place for them to stick it." He went on to compare Intel’s current Core 2 platform with the next-gen processors and said that it would be “nothing else but putting more transistors [on it] instead of thinking of a solution.” ბეჭდვითი ვერსია | 11-04-2008, 15:07:00 | Power_VANO |
|
რას არ გაიგებ რა ... :D
თუმცა მოსწყინდა nVidia-საც ჩირგვებში ჯდომა =) და ალბათ რამეს იმედი აქვს პრეზიდენტს, ასეთ თამამ განსხადებებს რომ აკეთებს ...
ნამდვილად საინტერესო დღეები გველოდება წინ! :-)