COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Hard News » Intel Atom 50%-იან წარმადობის ზრდას აჩვენებს!

http://www.compinfo.ge/index.php?area=1&p=news&newsid=1824


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
Intel Atom 50%-იან წარმადობის ზრდას აჩვენებს!
Intel Atom 50%-იან წარმადობის ზრდას აჩვენებს!

ალბათ ყველამ იცით, რომ კორპორაცია Intel-მა ახალი მობილური პროცესორების Atom-ის სერია გამოუშვა. ზოგიერთ მომხმარებელს ამ პროცესორების ტექნიკური მახასიათებლებიც ეცოდინება. მათ შორის, აღსანიშნავია Hyper-Threading ტექნოლოგიის მხარდაჭერა, რომლის საფუძვლადაც NetBurst არქიტექტურაა აღებული.

ცნობილი გახდა, რომ Cinebench 9.5-ის ტესტში პროცესორი Atom 230 (1600 მჰც, 512 კბ კეში) 50%-იან წარმადობის ზრდას აჩვენებს. «1 CPU» რეჟიმით რენდერინგისას, Atom 230 დავალებას თავს 4 წუთსა და 8 წამში ართმევს თავს. რაც შეეხება «Х CPU» რეჟიმს, აქ უკვე პროცესორი დავალებას 2 წუთსა და 46 წამში ასრულებს, რაც პირველ რეჟიმთან შედარებით სწორედ 50%-იანი წარმადობის ზრდაა. საინტერესოა, რომ Atom 230 SuperPI 1M ტესტის დასრულებას 1 წუთსა და 32 წამს ანდომებს.

თუ გავიხსენებთ Pentium 4-ის თაობას, სადაც პირველად გამოჩნდა Hyper-Threading ტექნოლოგია, იგი მაქსიმუმ 25%-იან წარმადობის ზრდას იძლეოდა, დღეს კი სახეზეა 50%-იანი ზრდა. ეს მაჩვენებელი საშუალებას აძლევს Intel Atom-ს გადაუსწროს წარმადობაში VIA Isaiah პროცესორს, რომელიც მისი პირველი და უძლიერესი კონკურენტია.

ასევე აღსანიშნავია, რომ იგივე Hyper-Threading ტექნოლოგია გამოყენებული იქნება ინტელის მომავალ, Nehalem ოჯახის პროცესორებშიც. თუ გავითვალისწინებთ წარმადობის ზრდის მაჩვენებელს, Nehalem-ი საკმაოდ ძლიერი პროცესორი უნდა გამოვიდეს.





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 25-04-2008, 12:30:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.