მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
"ატომური" ASUS Eee PC ივნისში გამოვა

2008 წლის ივნისში მწარმოებლები დაიწყებენ თავიანი ულტრა-პორტატული ლეპტოპების პლატფორმების განახლებას Intel Centrino Atom-ით. მათ რიცხვში მოხვდება ASUS-იც, კერძოდ კი ASUS Eee PC. ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ განაცხადა ASUS-ის პრეზიდენტმა, ჯერი შენმა (Jerry Shen).

ASUS-ი დარწმუნებულია, რომ Eee PC-ს "ატომური" ვერსია არანაკლებ პოპულარული იქნება Celeron M ვერსიასთან შედარებით და Intel-ს 2.5-3 მილიონი Intel Atom ჩიპი დაუკვეთა. მეორე ტაივანურმა მწარმოებელმა, Acer-მა დაკვეთა 1 მილიონ ჩიპზე გააფორმა, თუმცა განაცხადა, რომ თუ მოთხოვნა პროდუქციაზე დიდი იქნება, კიდევ დაუკვეთავს Intel-ს პროცესორებს წლის მეორე ნახევარში. დაკვეთების რაოდენობის მიხედვით მესამე ადგილზეა კომპანია Dell-ი - 300-500 ათასი პროცესორი. მას მოსდევენ Micro-Star International (MSI) და GIGABYTE Technology.

ჯერი შენის განცხადებით, ყველზე დიდი მოთხოვნა Eee PC-ზე ევროპაშია - მთელი მსოფილიოს მოთხოვნის 50%. თუმცა, ASUS-ი მაინც ვერ ახერხებს Eee PC-ზე ბაზრის მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ევროპაში მოთხოვნის მხოლოდ 40%-ია დაკმაყოფილებული, მსოფლიოში კი 30%. მიზეზად კი აკუმულატორების ნაკლებობა სახელდება. კომპანია 2008 წლის მეორე კვარტალში 8.9 დუიმიანი Eee PC 900-ის 1.3 მილიონი ეგზემპლარის გაყიდვას გეგმავს. ჯერი შენის განცხადებით, წლის ბოლოსთვის, ASUS-ის Eee PC-ს 10 დუმიანი ვარიანტის გამოშვებასაც გეგმავს.





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 25-04-2008, 12:46:00 | Power_VANO
   
სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 1
შეფასება: 2


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.