მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
Yahoo! დაინტერესებულია Microsoft-თან მოლაპარაკების გაგრძელებით
Yahoo! დაინტერესებულია Microsoft-თან მოლაპარაკების გაგრძელებით

მას შემდეგ რაც Microsoft-მა უარი განაცხადა და გააუქმა შეთავაზება Yahoo!-სთან კორპორაციების გაერთიანების შესახებ, ცხადია, ყველას აინტერესებდა, რა შედეგი მოჰყვებოდა ამას. ამას რაც მოჰყვა, წინა ნიუსში მოგახსენეთ (Yahoo!-ს აქციების ფასვარდნა და მისი აღმასრულებელი დირექტორისა და აქციონერების განცხადებები, რომ ისინი Microsoft-თან გაერთიანებაზე თანახმა იყვნენ და ამისათვის საერთო აზრებს აყალიბებდნენ). ამას მოჰყვა ათასგვარი ჭორი და საჭირო გახდა, ყველაფრისთვის ნათელი კვლავ ბილ გეიტსს მოეფინა (არ დაასვენეს მაინც ეს კაცი... :-D ).


მაიკროსოფტს უახლოეს მომავალში Yahoo!-სთან
დაკავშირებით ახალი გეგმები არ აქვს...

ბილ გეიტსმა განაცხადა, რომ იმ დროისთვის მისი კორპორაცია Yahoo!-ს გარდა სხვა კომპანიის ყიდვას არ აპირებდა. მისი განცხდებით, Yahoo!-სთან დაკავშირებულ საქმეში უდიდესი ძალისხმევა ჩაიდო, მაგრამ ახლა დროა, ორივე კომპანიამ თავ-თავისი გზებით განაგრძოს სვლა. გეიტსის განცხადებით, "ამჟამად მაიკროსოფტი ფოკუსირებულია დამოუკიდებელ სტრატეგიაზე და უახლოეს მომავალში არ გეგმავს Yahoo!-სთან დაკავშირებული საქმის გაგრძელებას".

რაც შეეხება გარიგებას, თუ მაიკროსოფტი უკვე Yahoo!-ს შემოთავაზებას დათანხმდებოდა და დაბრუნდებოდა მოლაპარაკების მაგიდასთან, Yahoo!-ს ყიდვა ძნელი აღარ იქნებოდა და აქციონერები ალბათ 33$-იან შემოთავაზებასაც დათანხმდებოდნენ (Yahoo!-ს აქციონერები თავდაპირველად 37$-ს ითხოვდნენ ერთ აქციაში). თუმცა, ამ განცხადებაში, შესაძლოა, სხვა მიზანი იმალებოდეს, რომლის შესახებაც ქვემოთ მოგახსენებთ.



ბილ გეიტსის განცხადებით, მისი კორპორაციის ახლანდელ გეგმებში წინა პლანზე Google-თან უფრო მძლავრი კონკურენციის გაწევაა. ამ მიზნით Microsoft-ი გეგმავს თავისი ონლაინ სერვისების გაუმჯობესებას. "ამ მხრივ ჩვენ დავნერგავთ გაუმჯობესებებს და ხალხს გაცილებით დიდ არჩევანს შევთავაზებთ" - განაცხადა გეიტსმა.

ჭორის დონეზე ინტერნეტში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მომავალში მაიკროსოფტმა შესაძლოა ინტერესი გამოხატოს ისეთი კომპანიების მიმართ, როგორებიცაა Time Warner Inc.'s AOL, News Corp-ის MySpace და Facebook, რომლის აქციების 1.6%-ს MS-ი უკვე ფლობს. თუმცა, ბილ გეიტსის გამოსვლაში ამ მხრივ არაფერი თქმულა.

ახლა კი მივხედოთ ალტერნატიულ შეხედულებებს და ფარულ გეგმებს. ძალზე მნიშვნელოვანია ის, რომ Yahoo!-ს ყიდვის შესახებ მოლაპარაკებების შეწყვეტა გამოიწვევს მისი აქციების ფასი დაცემას და რეალურ ნიშნულზე გაჩერებას (აქამდე Yahoo!-ს აქციების ფასი გაზრდილი იყო სწორედ MS-თან მოლაპარაკებების გამო). ასევე, მაიკროსოფტის მოლაპარაკებების მაგიდასთან სწრაფად დაბრუნება გამოიწვევს იმას, რომ მას Yahoo!-ს ყიდვა მოუწევს ერთ აქციაში 33 ან 34 დოლარის საფასურად. მომავალში კი, თუ დღევანდელ მდგომარეობას გავითვალისწინებთ, შესაძლოა Yahoo!-ს აქციონერებმა და დირექტორთა საბჭომ აქციებს ფასი კიდევ უფრო დააკლონ. თანაც, ბილ გეიტსის გამოსვლაში საყურადღებოა ორი სიტყვა: "უახლოეს მომავალში ". გამომდინარე აქედან, მომავალში მოლაპარაკებების გაგრძელება გამორიცხული არაა. მით უმეტეს იმ ფონზე, რომ Google-თან კონკურენციისთვის მაიკროსოფტს ნამდვილად სჭირდება ძლიერი მოკავშირე.



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 08-05-2008, 22:08:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.