მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
GTA IV-მა პირველ კვირაში 500 მილიონიანი ნიშნული გადალახა
GTA IV-მა პირველ კვირაში 500 მილიონიანი ნიშნული გადალახა

ორი კვირის წინ, მაშინ როცა GTA IV-ის რელიზი იგეგმებოდა, ანალიტიკოსების ნაწილი ფიქრობდა, რომ იგი Iron Man-ის გაყიდვებიდან მხოლოდ ნაწილის დაგროვებას თუ შეძლებდა. Iron Man-მა პირველ სამ დღეში 100 მილიონი შემოსავალი მოიტანა.

რაც შეეხება GTA IV-ს, ანალიტიკოსები ფიქრობდნენ, რომ პირველ კვირაში აღნიშნული თამაში 400 მილიონ მოგებას მოიტანდა. თუმცა, რეალობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა - GTA IV-მა გაყიდვების პირველ 24 საათში 310 მილიონი (!) მოგება მოიტანა, მთლიანად პირველ კვირაში კი 500 მილიონიან ზღვარს გადასცდა. 3.6 მილიონი დისკი 24 საათში გაიყიდა, 6 მილიონი კი ერთ კვირაში.

Take-Two-ს წარმომადგენლის, შტრაუს ზელნიკის განცხადებით, იგი დარწმუნებულია, რომ GTA IV გაყიდვების რაოდენობით გადაუსწრებს არა მარტო ყველა თამაშს (რაც GTA IV-მა უკვე მოახერხა), არამედ ახალი ფილმებისა და მუსიკალური ალბომების რელიზებსაც კი.

დანარჩენისთვის დააჭირეთ სრულად-ს.



თამაშის წარმატებაში დიდი წვლილი თვითონ Rockstar-ს მიუძვღვის, რომელმაც საკმაოდ სწორად დაგეგმილი და ეფექტური სარეკლამო კამპანია აწარმოა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მხოლოდ სარეკლამო კამპანიით კომპანია ვერაფერს გახდებოდა, რომ არა მართლაც შესანიშნავი თამაში და შესანიშნავი შედეგები მიმოხილვებში უცხოურ საიტებზე.

საინტერესოა, რა შედეგი ექნება GTA IV-ის წარმატებას Electronics Arts-ისა და Take-Two-ს ურთიერთობაზე. შეგახსენებთ, რომ Electronics Arts-ს Take-Two-ს ყიდვა სურს, თუმცა ორჯერ უკვე უარი მიიღო. სავარაუდოდ, GTA IV-ის წარმატება გაამყარებს Take-Two-ს პოზიციებს და EA კვლავ უარს მიიღებს.



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 09-05-2008, 10:39:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 3
შეფასება: 1


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.