მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
Yahoo! მილიარდერ Icahn-ს ებრძვის
Yahoo! მილიარდერ Icahn-ს ებრძვის

ის ამბები, რაც Microsoft-ისა და Yahoo!-ს ურთიერთობაში ხდება, ჩვენი მომხმარებლებისთვის უკვე ცნობილია. ბოლო ცნობილი ფაქტი იყო ბილ გეიტსის განცხადება, რომ მისი კომპანია უახლოეს მომავალში არ გეგმავდა Yahoo!-ს ყიდვას. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ასე მარტივად არ დასრულდებოდა და დღეს სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა. ამჯერად სიტუაცია Yahoo!-სთვის უფრო რთულადაა საქმე, რადგან საფრთხე "შიგნიდან" მოდის. როგორც ამბობენ, "ციხე შიგნიდან ტყდებაო..."


Carl Icahn - გამოცდილი კაცი დიდი კომპანიების
გაყიდვაში

უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში მილიარდერმა ინვესტორმა Carl Icahn-მა (მისი გვარის ზუსტი ტრანსკრიფცია ჩემთვის უცნობია, ამიტომ, მომიტევეთ თ ქართულად არ ვთარგმნე :-)) Yahoo!-ს აქციების წილი შეიძინა, ახლა კი გეგმავს დირექტორთა საბჭოში თავისი კანდიდატები გაიყვანოს, რომლებიც არჩევის შემთხვევაში დაეხმარებიან მას Yahoo!-ს გაყიდვაში. მყიდველი, რა თქმა უნდა, Microsoft-ი იქნება.

Icahn-ის 10 კაციანი "გუნდის" შემადგენლობაში შედიან: თვითონ ბატონი კარლი, კეის მეისტერი (Keith Meister), მარკ კუბანი (Mark Cuban - Dallas Mavericks-ის მფლობელი), ფრენკ ბიონდი (Frank J. Biondi Jr. - Viacom-ის ყოფილი CEO), ლუსიან ბებჩუკი (Lucian Bebcuk), ჯონ ჩეპლი (John Chapple), ადამ დელი (Adam Dell), ედუარდ მეიერი (Edward Meyer) და ბრაიან პოსნერი (Brian Posner).

წერილში რომელიც როი ბოსტოკის (Roy Bostock - Yahoo!-ს ერთ-ერთი უდიდესი მეწილე) მისამართითაა გაგზავნილი, Icahn-ი ამბობს, რომ "დირექტორთა საბჭო ირაციონალურად მოიქცა და აქციონერების ნდობა დაკარგა. რა თქმა უნდა, Microsoft-ის შემოთავაზება - 33$ ერთი აქციის ნაცვლად, საუკეთესო ალტერნატივა იყო Yahoo!-სთვის. უპასუხისმგებლობა იყო მენეჯმენტის ზედმეტად ოპტიმისტური ფინანსური დაპირებების უკან დამალვა".

იგი უგუნურებად აფასებს იმასაც, რომ დირექტორთა საბჭომ საკითხი აქციონერთა კენჭისყრით არ გადაწყვიტა. Icahn-ის აზრით, კომპანიების გაერთიანება ერთადერთი სწორი ალტერნატივაა - "მე და თქვენს ბევრ აქციონერს სჯერა, რომ Yahoo!-სა და Microsoft-ის გაერთიანება წარმოქმნის დინამიურ კომპანიას, რომელსაც საკმაო ძალა ექნება Google-თან კონკურენციის გასაწევად."

დანარჩენისთვის დააჭირეთ სრულად-ს.



Carl Icahn-ს ამჟამად 59 მილიონი აქცია აქვს, რომელთა საერთო ფასი 1.5 მილიარდია. ამასობაში, Microsoft-მა ჩუმად და წყნარად აიღო ნებართვა ფედერალური სავაჭრო კომისიისგან რათა იყიდოს 2.5 მილიარდი დოლარის ღირებულების Yahoo!-ს აქციები. ამ აქციებს Microsoft-ი სავარაუდოდ Icahn-ის დასახმარებლად გამოიყენებს. რაც შეეხბეა Icahn-ს მან დაიქირავა საშუამავლო კომპანია D.F. King, რომელიც მას მიზნის მიღწევაში დაეხმარება.

ზოგიერთი ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ შესაძლოა, Yahoo!-ს დირექტორთა საბჭოსა და Icahn-ს შორის გარიგება შედგეს და მას რამდენიმე ადგილი დაუთმონ საბჭოში თავის მიზანზე ხელის ასაღებად. 2008 წლის დასაწყისში ასეთი გარიგება შედგა Icahn-სა და New York Times Co-ს დირექტორთა საბჭოს შორის, სადაც მას 2 ადგილი დაუთმეს. თუმცა, 2 ადგილი სავარაუდოდ, საკმარისი არ იქნება Icahn-ის მიზნის განხორციელებისთვის და იგი გარიგებას არ დასთანხმდება.

Carl Icahn-ს საკმაოდ საინტერესო წარსული გამოცდილება აქვს - მან აიძულა BEA Systems-ი მიჰყიდოდა Oracle Corp-ს (2008 წლის დასაწყისში), მან წამრატებით მოუგო ბრძოლა Motorola Inc-ს, რომელმაც დაუთმო Icahn-ს ადგილები დირექტორთა საბჭოში და კიდევ სხვა დათმობებზეც წავიდა. მანვე აიძულა Time Warner Inc.-ი ჩაეტარებინა სხვადასხვა რეფორმები.

როგორც ხედავთ, ყველაფერი ისე არ ყოფილა, როგორც Microsoft-ი ამბობდა. Yahoo!-ს გატეხვა ყველაზე ადვილი სწორედ "შიგნიდან" იყო და ბილ გეიტსის კორპორაციამაც ეს გზა აირჩია. ამავე დროს, მოლაპარაკებები ოფიციალურად არ მიმდინარეობს, შესაბამისად, Yahoo!-ს აქციების ფასიც დაბალია, რაც ისევ და ისევ Microsoft-ს აძლევს ხელს, საბოლოო ჯამში გადასახდელი თანხა გაცილებით მცირე იქნება.



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 20-05-2008, 16:54:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 1
შეფასება: 1


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.