მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
ახალი დეტალები Windows 7-ის შესახებ
ახალი დეტალები Windows 7-ის შესახებ

როგორც იცით, კორპორაცია Microsoft-ი 2010 წლისთვის გეგმავს ბაზარზე გამოუსვას ახალი ოპ. სისტემა - Windows 7. დღესდღეობით პროექტს ახალი წინამძღოლი ჰყავს სტივენ სინოფსკის (Steven Sinofsky) სახით.

ცოტა ხნის წინ სინოფსკიმ თავის ინტერვიუში CNET-თან, გაამხილა რამდენიმე დეტალი ახალი ოპერაციული სისტემის შესახებ.


სტივენ სინოფსკი

პირველ რიგში სინოფსკიმ დადასტურა, რომ "მიკროსოფტი გეგმავს გამოუშვას ახალი ოპერაციული სისტემა Windows Vista-ს ბაზარზე გაშვებიდა სამი წლის შემდეგ",  თუმცა მან თავი შეიკავა და არაფერი თქვა ბილ გეიტსის განცხადებაზე მაიამიში, სადაც მაიკროსოფტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ სავსებით შესაძლებელია Windows 7 2009 წელს ვიხილოთ, თუნდაც Beta ვერსია.

სინოფსკიმ ასევე განაცხადა, რომ Windows 7-ის გრაფიკული ძრავი ახალი იქნება და არ იქნება პირდაპირ კოპირებული Vista-დან.

დანარჩენისთვის დააჭირეთ სრულად-ს.



და რაც მთავარია პროექტის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ Windows 7-ის ბირთვი არის ევოლუცია Windows Server 2008-ის ბირთვისა, რომლის ბირთვიც, თავის მხრივ, არის ევოლუცია Windows Vista-ს ბირთვისა. მისი თქმით, ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ Windows 7 ახალ დრაივერების პრობლემას არ წარმოქმნის, იგი სრულად იქნება თავსებადი Windows Vista-სთან. ეს ეხება პროგრამების თავსებადობასაც. საერთოდ, სონოფსკის განცხადებით Windows 7 თავსებადობის საკითხში საკმაოდ ლოიალური იქნება. ასევე, მისი განცხადებით, ახალი ოპ. სისტემა გამოვა როგორც 32 და 64 ბიტიანი ვერსია ანუ 32 ბიტი 2010 წელშიც ცოცხალი იქნება :-)

მართალია, სტივენ სინოფსკიმ ბევრი დეტალი არ გაგვიმხილა, მაგრამ ეს ასეც უნდა ყოფილიყო. უკვე მიჩვეული ვართ მაიკროსოფტისგან მსგავს ტაქტიკას. ამას მომგებიანი მხარეც აქვს: მომხმარებლის ინტერესი იზრდება.

იმედია, Windows 7 მართლაც ღირსეული პროდუქტი იქნება. საკითხავია, შეძლებს Windows 7 იმას, რაც ვერ შეძლო Vista-მ? ანუ გადაუსწრებს თუ არა XP-ს წარმატების მაჩვენებლით?



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 28-05-2008, 08:34:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 3
შეფასება: 2


გამოხმაურება

ჩემის აზრით და მგონი არა მარტო ჩემი აზრით windows xp_ზე მძლავრი ოპერატიული სისტემა არასოდეს გამოვა, უბრალოდ ხალხი იმდენად არი შეგუებული xp_ს რო მაგარი გაუჩირდებათ შეგუება
18-06-2009, 18:17:44 | IKU

მცირე ხანი საერთოდ არაა. ვისტა მშვენივდად დავამუღამე :D (რა დამუღამება უნდოდა)

და ეხლაც ვისტა მაქვს და ველოდები როდის გამოვა წინდოწს 7 ანუ ვიენა
27-09-2008, 19:37:24 | gi2gi777

მეტი სამე არ აქ ამ ხალხს.. გამოდის და გამოდის რისთვისაა საჭირო ამდენი ოპ.სისტემა მართლაც. შექმნან რაიმე დზლიერი და გამოუშვან მისი ყოველწლიური აბდეითები. რაც საბოლოოდ რამოდენიმე წელიწადში ისეთად გადაიქცევა რომ პრობლემებს მემგონი საერთოდ აღარ შექმნის.
03-07-2008, 15:23:16 | Tono

... პროსტა გასაკვირია ამდენი ოპერაციული სისტემა ამ მცირე დროში... ასე გამოდის, რომ ჯერ სრულყოფილად ხალხმა ვისტა ვერ დაამუღამა და ახლა კიდე ახალი ხილი გამოდის... რა უნდა მიაწოდოს მაიკროსოფტმა მომხმარებელს ისეთი, რომ რასაც xp და vista ვერ გააკეთებს. ალბათ ყველაზე დიდი აქცენტი დიზაინზე და გრაფიკულ მხარეზე იქნება... მე მაინც ვერ ვხედავ ახალი ოპერაციული სისტემის საჭიროებას, თუნდაც ორ წელიწადში...
30-05-2008, 10:09:24 | sio777

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.