მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
ASUS Eee კომპების ოჯახი იზრდება!
ASUS Eee კომპების ოჯახი იზრდება!

მსოფლოში ზომით მეორე გამოფენა Computex-ზე, რომელიც ტაივანის დედაქალაქ ტაიპეიში გაიმართება ზაფხულის დასაწყისში, კომპანია ASUS-ი Eee კომპების ოჯახის სამ ახალ წარმომადგენელს გაგვაცნობს. აქედან ორი ლეპტოპი იქნება, ერთი კი დესკტოპი.

პირველი წარმომადგენელი იქნება ახალი Eee PC 901, რომელსაც 900 ვერსიისგან განსხვავებით ექნება სრულიად ახალი, გაცილებით მიმზიდველი დიაზაინი, 8.9"-იანი მონიტორი, Bluetooth-ის მხარდაჭერა, ახალი პროცესორი Intel Atom 1.6 გჰც (SMT-ს მხარდაჭერით) და ახალი ჩიფსეტი - Intel 945G.


Eee PC 901

შემდეგი წარმომადგენელი იქნება Eee PC 1000. როგორც სახელიდან ჩანს, მას ექნეაბ უკვე 10"-იანი მონიტორი და პირდაპირი კონკურენტი იქნება MSI Wind-ისთვის, რომელზეც რამდენიმე დღეში მოგიყვებით. გარდა იმისა, რომ იგი იგივე პროცესორსა და ჩიფსეტს გამოიყენებს, რასაც Eee PC 901, სხვა დეტალები Eee PC 1000-ის შესახებ არაა ცნობილი.

Eee Box-ის შესახებ ინფორმაციისთვის, დააჭირეთ სრულად-ს.



ბოლო იქნება Eee Box. აღნიშნულ პროდუქტს ექნება Intel Atom პროცესორი (ბირთვის სიხშირე უცნობია), 2GB DDR2 ოპ. მეხსიერება და Intel 945G ჩიფსეტი. აღსანიშნავია, რომ Eee Box-ში გამოყენებული იქნება 160 გბ-იანი მყარი დისკი. Eee Box განკუთვნილი იქნება დესკტოპ სეგმენტისთვის.

მალე ვიხილავთ Eee BOX-ის ტესტირებებსაც, მანამდე კი შეგიძლიათ იხილოთ AnandTech-ის წინასწარი მიმოხილვა და გალერეა.

Eee PC 901, Eee PC 1000 და Eee Box ანონსირებული იქნება 2 ივნისს. Eee PC 901 ბაზარზე გაყიდვაში გამოვა ივნისის შუა რიცხვებში, რაც შეეხება დანარჩენ ორს, მათ ივლისში ვიხილავთ მაღაზიებში.



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 30-05-2008, 15:22:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 1
შეფასება: 1


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.