Cooler Master-ის მსოფილიოში პირველი 80 Plus ვერცხლის სერტიფიკატის მქონე კვების ბლოკი
მარგი ქმედების კოეფიციენტი ან თუ გნებავთ, ეფექტიანობა კვების ბლოკების მთავარი მახასიათებელია. რაც უფრო მაღალია კვების ბლოკის მარგი ქმედების კოეფიციენტი, მით უფრო ნაკლებია დაკარგული ელექტროენერგიის რაოდენობა. ამას ემატება ისიც, რომ ერთნაირ პირობებში მაღალი ხარისხის კვების ბლოკი, რომელსაც მარგი ქმედების კოეფიციენტის მაჩვენებელი დიდი აქვს, მოიხმარს უფრო ნაკლებ ელექტროენერგიას, ვიდრე იაფფასიანი კვების ბლოკი ეფექტიანობის დაბალი მაჩვენებლით. გრძელვადიან გათვლაში კარგი კვების ბლოკით არა მარტო ამოვიღებთ იმ ფულს, რაც მასშია გადახდილი, არამედ გავაკეთებთ საგრძნობ ეკონომიასაც.
კომპანია Cooler Master-მა წარმოადგინა თავისი უახლესი კვების ბლოკი UCP 900W (UCP = Ultimate Circuit Protection). აღნიშნული კვების ბლოკი პირველია ბაზარზე, რომელსაც მინიჭებული აქვს 80 Plus Silver სერტიფიკატი.
Cooler Master UCP 900W
გასადიდებლად დააწკაპუნეთ სურათზე
80 Plus Silver (ვერცხლის) სერტიფიკატი ნიშნავს, რომ კვების ბლოკის მარგი ქმედების კოეფიციენტი 20%-იან დატვირთვაზე არის მინიმუმ 85%, 50% დატვირთვაზე მინიმუმ 88% და 100%-იან დატვირთვაზე მინიმუმ - 85%. ამ სერტიფიკატით დღესდღეობით მხოლოდ სამი კომპანიაა დაჯილდოებული: Dell, NXP Semiconductors და Cooler Master. მათ შორის, Cooler Master-ი ერთადერთია, რომელიც ბაზარზე ყიდის ამ სერტიფიკატის მქონე კვების ბლოკებს.
UCP 900W-ის ტესტირებამ აჩვენა, რომ კვების ბლოკის ეფექტიანობის მაჩვენებელი 50%-იან დატვირთვაზე არის 88.14% ხოლო მარგი ქმედების კოეფიციენტის საშუალო მაჩვენებელია - 86.52%.
ბეჭდვითი ვერსია | 30-05-2008, 15:58:00 | Power_VANO
|
|
სტატიის შეფასება |
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!
|
|
სალამი Power_VANO რა არის ტო 1 კვირ გავიდა უკვე და მეტიც... არ დებთ Win XP SP3-ის?