COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Hard News » Intel Nehalem - პირველი რეალური ტესტები!

http://www.compinfo.ge/index.php?area=1&p=news&newsid=1851


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
Intel Nehalem - პირველი რეალური ტესტები!
Intel Nehalem - პირველი რეალური ტესტები!

2 წლის წინ, Computex 2006-ზე, ტაივანში გარი კეიმ (Gary Key) და ანანდ ლალ შიმპიმ (Anand Lal Shimpi) მსოფლიოში პირველებმა გატესტეს Core 2 Extreme X6800. დიახ, დიახ, Core 2-ის სერიაზეა საუბარი, Conroe ბირთვზე. მსოფლიომ პირველად ამ ადამიანებისგან გაიგო რეალურად რა შეეძლო ინტელის ახალ პროცესორს. ორივე ადამიანი დღეს AnandTech.com-ის წარმომადგენელია და საკმაოდ დიდი დამსახურება მიუძღვით კომპ. სამყაროს წინაშე.

გავიდა ორი წელი 2006-ის შემდეგ და გაიმართა Computex 2008, სადაც Intel-მა თავისი ახალი სიამაყე - Nehalem-ი და მასზე მომუშავე სისტემები წარუდგინა საზოგადოებას. ანანდმა და გარიმ კვლავ მოახერხეს იგივეს გამეორება და დღეს მსოფლიომ უკვე იცის, რომ იგივე სიხშირის Penryn-თან შედარებით Nehalem-ი 20-50%-იან წარმადობის ზრდას აჩვენებს!


Intel Nehalem

ტესტირების შედეგები AnandTech.com-ზე რამდენიმე დღის წინ დაიდო. აღსანიშნავია, რომ პლატფორმაზე, რომელზეც ტესტირება ჩატარდა, გამართულად არ მუშაობდა ოპერატიული მეხსიერების ქვესისტემა და იყო პრობლემები PCI-Express-თან. ამის ფონზე Nehalem-ის შედეგები საოცრად მიმზიდველია.

ასევე გასათვალისწინებელია, რომ გატესტილი პროცესორი არ იყო იმ რევიზიის სილიკონით დამზადებული, რაც ბაზარზე გამოვა გაყიდვაში, ამიტომ 2008 წლის მე-4 კვარტლამდე სავარაუდოდ მხოლოდ პროცესორის სიმძლავრე კიდევ ცოტათი გაიზრდება.

ვიცი, ტესტებს ეძებთ უკვე, აი ისინიც: The Nehalem Preview: Intel Does It Again





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 11-06-2008, 07:25:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.