მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
AMD და Havok დაძმობილდნენ
AMD და Havok დაძმობილდნენ

იმ დროს, როცა AGEIA-მ თავისი ფიზიკის დამამუშავებელი დაფა PhysX გამოუშვა ბაზარზე, განაცხადა, რომ ეს თამაშებს რეალიზმს შესძენდა. თუმცა, დღევანდელობამდე,  PhysX-ის მხარდაჭერა მხოლოდ ერთეულ თამაშებს აქვთ და ბევრი თამაში დახვეწილი ფიზიკით არც გამოირჩევა.

წინა კვირას AMD-მ და Havok-მა (რომელიც კარგა ხანია Intel-ის კუთვნილებაა) განაცხადეს, რომ ისინი გეგმავენ ფიზიკის დამუშავების გაუმჯობესებას AMD-ს ვიდეო დაფებისთვის. Havok-ის ძრავს დაახლოებით 100 დეველოპერი იყენებს და ეს ძრავი 300-მდე ცნობილ თამაშში გამოიყენება. როგორც ხედავთ, ამ მხრივ აშკარად უარეს დღეშია AGEIA-ს PhysX (AGEIA როგორც იცით, 2008 წლის დასაწყისში Nvidia-მ იყიდა).

AMD-ს განცხადებით, Havok-ის ტექნოლოგია სავარაუდოდ საკმაოდ კარგად იქნება გამოყენებული AMD-ს მთელ პრდოუქციაში - როგორც პროცესორებში, ასევე ვიდეო დაფებში. იგეგმება კვლევების ჩატარება იმის გასაგებად, რამდენად მოსახერხებელი იქნება AMD-ს ვიდეო დაფების გამოყენება ფიზიკის დასამუშავებლად.

მაშინ, როცა ინტელმა Havok-ი შეიძინა (2007 წლის სექტემბერი), განაცხადა, რომ იგი გახდებოდა ინტელის მთავარი იარაღი გრაფიკული დამუშავების საკითხში. თითქოს, ამ მხრივ ინტელს ბევრი არაფერი გაუკეთებია, მაგრამ როგორც ჩანს Havok-ის ტექნოლოგიებს Larrabee-ში შევხვდებით. მანამდე კი, Intel-ი მისდევს გამოთქმას, რომ "ჩემი მტრის (nVidia) მტერი (AMD/ATI) ჩემი (Intel) მეგობარია" და ცდილობს AMD/ATI-ს დახმარებით nVidia-ს ბაზრის ნაწილი დაათმობინოს.

საბოლოოდ, ეს ბრძოლა გიგანტებს შორის დადებითად მომხმარებელზე აისახება, მოგებულები ამ ბრძოლით ჩვენ დავრჩებით.





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 15-06-2008, 10:04:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 1
შეფასება: 1


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.