მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
NVIDIA GeForce GTX 200 სერიის ვიდეო დაფების ოფიციალური ანონსი
NVIDIA GeForce GTX 200 სერიის ვიდეო დაფების ოფიციალური ანონსი

გუშინ, 16 ივნისს NVIDIA-მ ოფიციალურად გამოუშვა ბაზარზე GeForce GTX 200 სერიის ვიდეო დაფები. GeForce GTX 200 ოჯახში დღესდღეობით მხოლოდ ორი ვიდეო დაფა ერთიანდება - GTX 280 და GTX 260. GTX 280 NVIDIA-ს ახალი ფლაგმანია, რომელიც ოფიციალურად, წარმადობით 9800GX2-ზე მაღლა დგას.

NVIDIA-ს განცხადებით, მათი მიზანი იყო შეექმნათ 8800 GTX-თან შედარებით ორჯერ ძლიერი პროცესორი, მოეხდინათ ვიდეო დაფის არქიტექტურის მოდერნიზაცია მომავალი თამაშებისთვის, გაეზარდათ მარგი ქმედების კოეფიცინეტი, გაეზარდათ წარმადობა CUDA პლატფორმაზე და შეემცირებინათ დაუტვირთავ რეჟიმში (IDLE) ელ-ენერგიის მოხმარება.

GTX 280-ის გამოთვლითი სიმძავრე დაახლოებით 1 ტერაფლოპს უტოლდება. ასევე, GeForce GTX 200 სერიის ვიდეო დაფებს აქვთ PhysX-ის ოფიციალური მხარდაჭერა. ორივე ვიდეო დაფა, GTX 280-ცა და GTX 260-იც მხარს უჭერს 3-Way SLI-ს.

თვალშისაცემია განახლებული მეხსიერების ინტერფეისი, რომელიც GTX 280-ისთვის 512 ბიტიანია, GTX 260-ისთვის კი 448 ბიტიანი. აღსანიშნავია ახალი მოდული მცურავ-მძიმიან რიცხვებთან სამუშაოდ - IEEE754R , თუმცა, მისი რეალური წარმადობა არც ისე დიდი აღმოჩნდა (იხილეთ TomsHardware-ის ტესტი).


3-Way SLI

რაც შეეხება ელ-ენერგიის მოხმარებას, ორივე, GTX 280 და GTX 260 Idle რეჟიმში დაახლოებით 25 ვატ ელექტოენერგიას მოიხმარს. Blu-ray ვიდეოს ჩვენებისას nVidia-ს განცხადებით ენერგიის ხარჯი 35 ვატს უტოლდება. რაც შეეხება მაქსიმალურ ენერგომოხმარებას, GTX 280-ისთვის ის 236 ვატს შეადგენს.

GTX 280 დამზადებულია 65 ნმ ტექნოპროცესით და აქვს 1.4 მილიარდი ტრანზისტორი. ვიდეო დაფის სამუსაო სიხშირეებია: 602  მჰც GPU-სთვის, 1296 მჰც დამამუშავებელი ბირთვებისთვის (ძველად მათ შეიდერებს ვუწოდებდით, ახალ თაობაში კი Nvidia-მ სახელები შეცვალა) და 2214 მჰც მეხსიერებისთვის. GTX 280 აღჭურვილია 1 გბ GDDR3 მეხსიერებით, 240 დამამუშავებელი  ბირთვით (შეიდერით) და 32 ROP-ით.


NVIDIA GTX 280 GPU

რაც შეეხება GTX 260-ს, ისიც დამზადებულია 65 ნმ ტექნოპროცესით და აქვს 1.4 მილიარდი ტრანზისტორი. GPU მუშაობს 576 მჰც სიხშირეზე, დამამუშავებელი ბირთვები 1296 მჰც-ზე და მეხსიერება 1998 მჰც-ზე. GTX 260-ისთვის განკუთვნილია 192 დამამუშავებელი ბირთვი და 28 ROP-ი. GTX 260 აღჭურვილია 448 ბიტიანი მეხსიერების ინტერფეისითა და 896 მბ GDDR3 ოპ. მეხსირებით.

გთავაზობთ ცხრილსაც, რომლის მიხედვითაც უფრო ნათელი წარმოდგენა შეგექმნებათ NVIDIA-ს ახალ ვიდეო დაფებზე (დამატებულია ძველი ვიდეო დაფების მონაცემებით, შედარებისთვის. ცხრილი აღებულია anandtech.com-დან):

GTX 280 GTX 260 9800 GX2 9800 GTX 8800 GTS 512 8800 GT
Stream Processors 240 192 256 128 128 112
Texture Address / Filtering 80 / 80 64 / 64 128 / 128 64 / 64 56 / 56 56 / 56
ROPs 32 28 32 16 16 16
Core Clock 602MHz 576MHz 600MHz 675MHz 650MHz 600MHz
Shader Clock 1296MHz 1242MHz 1500MHz 1690MHz 1625MHz 1500MHz
Memory Clock 1107MHz 999MHz 1000MHz 1100MHz 970MHz 900MHz
Memory Bus Width 512-bit 448-bit 256-bit x 2 256-bit 256-bit 256-bit
Frame Buffer 1GB 896MB 1GB 512MB 512MB 512MB
Transistor Count 1.4B 1.4B 1.5B 754M 754M 754M
Manufacturing Process TSMC 65nm TSMC 65nm TSMC 65nm TSMC 65nm TSMC 65nm TSMC 65nm
Price Point $650 $400 $500 $300 $280 $170-$230

GTX 280 ვიდეო დაფების გაყიდვა დაიწყება დღეიდან, 17 ივნისიდან, და ეღირება 649$.
GTX 260 ვიდეო დაფების გაყიდვა დაიწყება 26 ივნისიდან და ეღირება 399$.

GTX 200 სერიის ვიდეო დაფების ტესტები შეგიძლიათ ნახოთ აქ.





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 17-06-2008, 09:58:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 0
შეფასება:


გამოხმაურება

აუ ეს მომეცი და არ მინდა არც დედა დაფა და არც მონიტორი
19-01-2009, 23:56:36 | DEMO

სურათზე სამი ვიდეო კარტის გაერთიანებაა
თუ ერთი დიდი ვიდეოკარტაა??????????????????
08-01-2009, 21:06:08 | RATIAGAPO

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.