NVIDIA GeForce GTX 200 სერიის ვიდეო დაფების ოფიციალური ანონსი
გუშინ, 16 ივნისს NVIDIA-მ ოფიციალურად გამოუშვა ბაზარზე GeForce GTX 200 სერიის ვიდეო დაფები. GeForce GTX 200 ოჯახში დღესდღეობით მხოლოდ ორი ვიდეო დაფა ერთიანდება - GTX 280 და GTX 260. GTX 280 NVIDIA-ს ახალი ფლაგმანია, რომელიც ოფიციალურად, წარმადობით 9800GX2-ზე მაღლა დგას. NVIDIA-ს განცხადებით, მათი მიზანი იყო შეექმნათ 8800 GTX-თან შედარებით ორჯერ ძლიერი პროცესორი, მოეხდინათ ვიდეო დაფის არქიტექტურის მოდერნიზაცია მომავალი თამაშებისთვის, გაეზარდათ მარგი ქმედების კოეფიცინეტი, გაეზარდათ წარმადობა CUDA პლატფორმაზე და შეემცირებინათ დაუტვირთავ რეჟიმში (IDLE) ელ-ენერგიის მოხმარება. GTX 280-ის გამოთვლითი სიმძავრე დაახლოებით 1 ტერაფლოპს უტოლდება. ასევე, GeForce GTX 200 სერიის ვიდეო დაფებს აქვთ PhysX-ის ოფიციალური მხარდაჭერა. ორივე ვიდეო დაფა, GTX 280-ცა და GTX 260-იც მხარს უჭერს 3-Way SLI-ს. თვალშისაცემია განახლებული მეხსიერების ინტერფეისი, რომელიც GTX 280-ისთვის 512 ბიტიანია, GTX 260-ისთვის კი 448 ბიტიანი. აღსანიშნავია ახალი მოდული მცურავ-მძიმიან რიცხვებთან სამუშაოდ - IEEE754R , თუმცა, მისი რეალური წარმადობა არც ისე დიდი აღმოჩნდა (იხილეთ TomsHardware-ის ტესტი).
რაც შეეხება ელ-ენერგიის მოხმარებას, ორივე, GTX 280 და GTX 260 Idle რეჟიმში დაახლოებით 25 ვატ ელექტოენერგიას მოიხმარს. Blu-ray ვიდეოს ჩვენებისას nVidia-ს განცხადებით ენერგიის ხარჯი 35 ვატს უტოლდება. რაც შეეხება მაქსიმალურ ენერგომოხმარებას, GTX 280-ისთვის ის 236 ვატს შეადგენს. GTX 280 დამზადებულია 65 ნმ ტექნოპროცესით და აქვს 1.4 მილიარდი ტრანზისტორი. ვიდეო დაფის სამუსაო სიხშირეებია: 602 მჰც GPU-სთვის, 1296 მჰც დამამუშავებელი ბირთვებისთვის (ძველად მათ შეიდერებს ვუწოდებდით, ახალ თაობაში კი Nvidia-მ სახელები შეცვალა) და 2214 მჰც მეხსიერებისთვის. GTX 280 აღჭურვილია 1 გბ GDDR3 მეხსიერებით, 240 დამამუშავებელი ბირთვით (შეიდერით) და 32 ROP-ით.
რაც შეეხება GTX 260-ს, ისიც დამზადებულია 65 ნმ ტექნოპროცესით და აქვს 1.4 მილიარდი ტრანზისტორი. GPU მუშაობს 576 მჰც სიხშირეზე, დამამუშავებელი ბირთვები 1296 მჰც-ზე და მეხსიერება 1998 მჰც-ზე. GTX 260-ისთვის განკუთვნილია 192 დამამუშავებელი ბირთვი და 28 ROP-ი. GTX 260 აღჭურვილია 448 ბიტიანი მეხსიერების ინტერფეისითა და 896 მბ GDDR3 ოპ. მეხსირებით. გთავაზობთ ცხრილსაც, რომლის მიხედვითაც უფრო ნათელი წარმოდგენა შეგექმნებათ NVIDIA-ს ახალ ვიდეო დაფებზე (დამატებულია ძველი ვიდეო დაფების მონაცემებით, შედარებისთვის. ცხრილი აღებულია anandtech.com-დან):
GTX 280 ვიდეო დაფების გაყიდვა დაიწყება დღეიდან, 17 ივნისიდან, და ეღირება 649$. GTX 200 სერიის ვიდეო დაფების ტესტები შეგიძლიათ ნახოთ აქ. ბეჭდვითი ვერსია | 17-06-2008, 09:58:00 | Power_VANO |
|
აუ ეს მომეცი და არ მინდა არც დედა დაფა და არც მონიტორი