COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სიახლეები » Hard News » ბილ გეიტსი წავიდა!..

http://www.compinfo.ge/index.php?area=1&p=news&newsid=1862


ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Hard News
ბილ გეიტსი წავიდა!..
ბილ გეიტსი წავიდა!..

33 წლის განმავლობაში ბილ გეიტმა მთელი თავისი ენერგია Microsoft-ს მიუძღვნა. შედეგად, მისი კორპორაცია დღეს უდიდესი და შეუჩერებელი სოფტვეირ გიგანტია. ბილ გეიტსის გზა, ესაა გზა ჰარვარდის უნივერსიტეტიდან გამოგდებიდან მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანამდე. მართლაც აღსანიშნავია ბიოლ გეიტსის პირადი ქონების საერთო ოდენობა - 50 მილიადი დოლარი, თუმცა, გაცილებით მნიშვნელოვანია ის კვალი, რომელიც მან ტექ. ინდუსტრიაზე დატოვა.


ახალგაზრდა ბილ გეიტსი ოფისში

DOS-იდან დაწყებული, მაიკროსოფტის ოპ. სისტემები ბაზარზე ყოველთვის დომინირებდა. დღეს Windows-ი პრაქტიკულად სტანდარტადაა ქცეული. 33 წლის განმავლობაში, მაიკროსოფტის დაარსებიდან Windows Vista-მდე პერიოდში ბილ გეიტმა შეძლო გაეკეთებინა ის, რაც უამრავი ადამიანისთვის ოცნების სფეროს სცდება. 27 ივლისს, პარასკევს, 33 წლის შემდეგ მაიკროსოფტში - კომპანიაში, რომელიც ბილმა პოლ ალენთან, თავის მეგობართან ერთად დააარსა ნიუ მექსიკოში 1975 წელს - გეიტსმა თავისი ბოლო სამუშაო დღე გაატარა.


ახალგაზრდა ბილ გეიტსი თავისი შრომის ნაყოფთან ერთად

ბილ გეიტსს ეს ნაბიჯი უცბად არ გადაუდგამს. 2000 წელს ბილი მაიკროსოფტის აღმასრულებელი დირექტორი პოსტიდან გადადგა და ამ თანამდებობაზე სტივ ბალმერი დაინიშნა. შემდეგ იყო მთავარი პროგრამული არქიტექტორის თანამდებობა, რომელზეც ახლა რეი ოზია (Ray Ozzie) დანიშნული. პროგრამული არქიტექტორის თანამდებობიდან ბილ გეტსი დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე დაინიშნა.


ბილ გეიტსი ჯეი ალარდთან (J Allard) ერთად - MS Zune
კომპანიის საკმაოდ დიდი წარმატება იყო

ბილ გეიტსისა და მაიკროსოფტის ყველაზე წარმატებულ პერიოდად ალბათ უნდა ჩაითვალოს Windows 95, 98, 2000 და XP-ს პერიოდი, როცა როცა საფუძველი ჩაეყარა და პრაქტიკულად დამკვიდრდა მაიკროსოფტის დომინანტური პოზიცია ბაზარზე. ამავე დროს ბროუზერების არენაზე Internet Explorer-მა უდიდეს წარმატებას მიაღწია - კომპიუტერის თითქმის ყველა მომხმარებელი მას იყენებდა (დღეს IE-ს წილი ბაზარზე 74%-ია). IE-ს მოჰყვა Microsoft Office-ის წარმატება, რომელიც შექმნის დღიდან დღემდე აგრძელებს ლიდერის პოზიციაზე ყოფნას. შემდეგ იყო ჯერ Direct3D და დღეს უკვე DirectX-ი, რომელიც სათამაშო სამყაროს სტანდარტად იქცა. მოკლედ რომ ვთქვათ, მაიკროსოფტი დომინირებდა და დღესაც დომინირებს პროგრამული უზრუნველყოფის ყველა არენაზე.


ბილ გეიტსი ყოველთვის გვემახსოვრება.
გვემახსოვრება, როგორც ტექნო ინდუსტრიის მამა...

იმ პერიოდი, როცა ბილ გეიტსმა გადადგომაზე დაიწყო ფიქრი და თანამდებაც შეიცვალა, მაიკროსოფტისთვის შედარებით რთული აღმოჩნდა. IE-ს ბაზარზე პირველი რეალურად ძლიერი კონკურენტი გამოუჩნდა ბაზარზე - Mozilla Foundation-ის ბროუზერი Firefox-ი, ცეცხლოვანი მელაკუდა :-). Windows XP-ს უდიდესი წარმატების შემდეგ Windows Vista-მ ვერ შეძლო გაემეორებინა იგივე. ამავე პერიოდში მაიკროსოფტმა მიიღო დიდი ჯარიმები FTC-სა და EU-სგან, რომლებიც კორპორაციას მონოპოლიაში ადანაშაულებდნენ.

ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მოუდნელი ბრძოლის გადატანა მაიკროსოფტს მაშინ მოუწია, როცა გადაწყვიტა საძიებო სისტემებში დომინანტური პოზიციის მოპოვება. მცდელობა წარუმატებელი გამოდგა, Microsoft-მა ვერ შეძლო გადაესწრო არათუ მხოლოდ Google-ისთვის, არამედ Yahoo!-სთვისაც. დღეს, როგორც იცით, შესაძლოა Microsoft-ი და Yahoo! გაერთიანდნენ და ბაზარზე Google-ს სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდეს.

თუმცა იყო წარმატებებიც: მუსიკალური პლეერი Zune ინდუსტრიამ საკმაოდ კარგად მიიღო და მიუხედავად იმსია, რომ იგი iPod-ის "მკვლელი" არ გამოდგა, მაიკროსოფტს მაინც დიდი წარმატება მოუტანა. უფრო დიდი წარმატება იყო სათამაშო კონსოლი Xbox. Xbox-მა ძალიან სწრაფად გაუსწრო Nintendo Gamecube-ს და გაყიდვების რაოდენობით მხოლოდ Sony PlayStation 2-ს ჩამორჩა, რომელიც იმ პერიოდში დომინირებდა ბაზარზე. დღეს სიტუაცია შეიცვალა, Nintendo-მ კვლავ პირველობა მოიპოვა თავისი Wii-ს დახმარებით, Xbox-ი მეორე ადგილზეა და საკმაოდ უსწრებს თავის კონკურენტს, Sony PlayStation 3-ს.

ამ ყველაფერში ბილ გეიტსის დამსახურება უდედესი იყო. მისი ბრძოლის მეთოდები ხშირად უცნაური ჩანდა. ბილი იყო დაუნდობელი და ძალიან კონკურენტუნარიანი, არ ერიდებოდა თავის კონკურენტებს და ბრძოლის შემდეგ ღირსეულები Microsoft-ში მიჰყავდა სამუშაოდ.

ბილ გეიტსი იყო ერთდროულად წარმატებული ბიზნესმენი და გურუ. დღეების განმავლობაში იგი ჭედავდა მაიკროსოფტის ბიზნეს პოლიტიკასა და კურსს და შემდეგ დღეებისა და თუნდაც თვეების მანძილზე მჯდარიყო თავის კაბინეტში, მიეღო ინფორმაცია თავისი საუკეთესო მკვლევარებისაგან და ეფიქრა ტექნოლოგიების ცვლილებაზე. მისი გამონათქვამებსა და გამოსვლებში ხშირად კომპანიის ახალი კურსი იკვეთებოდა. ერთ-ერთი ასეთი მემორანდუმი 1995 წელს იყო - Internet Tidal Wave. ბილი შორს ჭვრეტდა, მან ჯერ კიდევ მაშინ, როცა E-mail თავის პირველ ნაბიჯებს დგამდა, განაცხადა, რომ ელ-ფოსტა ბიზნეს კომუნიკაციის უპირველესი საშუალება გახდებოდა 10 წელიწადში.


One Microsoft Way...
რედმონდი, მაიკროსოფტის კამპუსი

ზოგი შიშობს, რომ ბილ გეიტსის შემდეგ Microsoft-ს გაუჭირდება იფიქროს და იმოქმედოს ისე, როგორც იგი ამას დამაარსებლის ხელში აკეთებდა. ამას ემატება ისიც, რომ სტივ ბალმერი აპირებს 10 წელიწადში გეიტსის კვალს გაჰყვეს. რეი ოზი გეიტსისა და ბალმერის ტოლია, 10 წელიწადში ისიც 60 წლის იქნება და ჯერჯერობით უცნობია ვინ ჩაუდგება სათავეში 10 წლის შემდეგ მაიკროსოფტს.

ბილ გეიტსი გეგმავს თავისი წვლილი შეინატოს გემის მართვაში - იგი კვლავ განაგრძობს დირექტორთა საბჭოს სხდომებზე დასწრებას (თავმჯდომარის რანგში) და იქნება სტივ ბალმერის მრჩეველი იქამდე, სანამ ის გადადგება.

ბილ გეიტსი თავისუფალი დროის უმეტეს ნაწილს ოჯახსა და ქველმოქმედებას დაუთმობს. ბილსა და მის ცოლს უკვე დაარსებული აქვთ "ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი", რომელიც მსოფლიოში უდიდესი საქველმოქმედო ორგანიზაციაა. 14 წლის განმავლობაში ფონდმა 37.3 მილიარდი დოლარი გაიღო სხვადასხვა საქმიანობისთვის. ამას ემატება 16.5 მილიარდი გრანტების დასაფინანსებლად. ბილი და მელინდა გეგმავენ მთელი თავიანთი ქონება სიკვდილიდან 50 წლის განმავლობაში მთლიანად საქველმოქმედო საქმიანობისთვის დახარჯონ.

გეიტსს იმედი აქვს, რომ თავისი ფინანსური შემწეობით მოახერხებს შიდსისა და მალარიის ძირფესვიანად ამოთხრას. მოკლედ რომ ვთქვათ, ბილ გეიტსი კაცობრიობის უდიდესი და უსაშინლესი დაავადებების წინააღმდეგ იწყებს ბრძოლას (უფრო სწორად, ეს ბრძოლა უკვე დაწყებულია, რადგან გეიტსების ფონდი აქამდეც აფინანსებდა ამ დაავადებების წინააღმდეგ მომუშავე ადამიანებს). იმედია, ბილი აქაც ისეთივე წარმატებული აღმოჩნდება, როგორც ტექნო ინდუსტრიაში.

და მაინც, რა არის ბილ გეიტსის უდიდესი დამსახურება? ის, რომ მისი ძალისხმევით კომპიუტერი პერსონალური გახდა (PC). შეიძლება ითქვას, რომ კომპიუტერი დღეს უკვე აღარ არის ფუფუნების საგანი (ცხადია, არ ვგულისხმობ Hi-End კლასის კომპიუტერებს). რომ არა ბილი, ინდუსტრია ალბათ დაახლოებით 10 წლით იქნებოდა ჩამორჩენილი.

ბილ გეიტსმა რამდენიმე გამოსამშვიდობებელი სიტყვაც წარმოთქვა, სადაც იგი თვალცრემლიანი იყო და ეს გასაგებიცაა. ბილ გეიტსი ყოველთვის გვემახსოვრება, როგორც პროგრამირების გურუ, გენიოსი, წარმატებული და ულმობელი ბიზნესმენი, საოცრად კონკურენტუნარიანი, ქარიზმატული, უდიდესი სტრატეგი, მოვლენების სისტემური ხედვისა და გლობალური აზროვნების მქონე ადამიანი. მიუხედავად იმისა, რა დამოკიდებულება გაქვს მაიკროსოფტისა და ბილ გეიტსისადმი, შეუძლებელია, წაიკითხო მათი მოკლე ისტორია და რაღაც არ იგრძნო... არ იგრძნო, რომ შენს გარშემო ის ძალა ტრიალებს, რომელიც ამ კაცმა შექმნა... გეიტსი შესაძლოა მუდამ თან სდევდეს მაიკროსოფტს აჩრდილივით, მაგრამ როდესაც იგი მწუხრში გაუჩინარდება, ტექნოინდუსტრია წუთიერად შეჩერდება, რათა გააცნობიეროს იმ ადამიანის წასვლა, რომელმაც იგი შექმნა...

P.S. მიუხედავად დიდი მცდელობისა, შეუძლებელია ბილ გეიტსის დამსახურების სრულფასოვნად აღწერა. ეს ვერ შევძელი მეც.
ყველას შეგიძლიათ "გახდეთ ბილ გეიტსი", უბრალოდ, ამისათვის საჭიროა გახასიათებდეთ ან გამოიმუშავოთ ის თვისებები, რაც ბილ გეიტსს ჰქონდა და უნდა იცოდეთ, როდის რა მოიტანს უდიდეს წარმატებას ბიზნეს საქმიანობაში.
და კიდევ, მესმის, რომ ზოგიერთს შესაძლოა ჩემი ნაწერი ძალიან სუბიექტური მოეჩვენოს. ალბათ ეს ასეცაა, როცა წერ ისეთ ადამიანზე, რომელსაც უდიდეს პატივს სცემ (მიუხედავად იმისა, რომ რეალურად იგი არასდროს გინახავს და ურთიერთობა არ გქონია მასთან), შეუძლებელია არ იყო ზოგჯერ სუბიექტურით.





ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 02-07-2008, 06:45:00 | Power_VANO
   
თემატური სიახლეები

თემატური სტატიები


გამოხმაურება
პირველი გვერდი 1 2 3 » ბოლო გვერდი

აჰა, მართლაც, ვუერთდები აღფრთოვანებას. :)

უძლიერესი სტატიაა.
26-02-2009, 07:16:10 | Plastic-6

აბა მაგრად ბილ
12-12-2008, 12:38:05 | sysadmino

გმადლობთ კარგი შეფასებებისთვის :)
28-09-2008, 20:27:18 | Power_VANO

კაცი მაყუთი კაცი გენია კაცი MicroSoft_ი. :) არაფერია პირმა აგრზელებს მუსჰაობას და მაგას ტავსჰი კვა ურტყია :)
24-09-2008, 23:49:26 | FISK

javascript:smilie('')
ამატირა, ამის დამწერი უთუოდ პროფესიონალია და ამიტომ ასე კარგად აფსებს მასაც..
19-09-2008, 21:01:31 | shegon

ბევრი ფული იშოვა და წავიდა რაა. ისე მაგის ადგილზე არ დამნიშნავენ
12-09-2008, 18:22:04 | myname

საგოლლლ მარტლა მაგარი სტატიააა .....
ეჰჰ რა კაცი წავიდაააა
09-09-2008, 19:05:54 | ASATA

ბილმა შეგვინდოს errorebi ჩვენი გიგანტია რა
07-09-2008, 05:30:18 | classical

ნამდვილად გენიალური ადამიანია, ასეთები ეპოქაში ერთეულები იბადებიან.
Power_VANO შენი სტატიის მერე რაღაც სიცარიელისა და მარტოობის შეგრძნება დამრჩა... არა რა მართლა მაგარი კაცია.
24-08-2008, 17:58:55 | morixei

Power_VANO
ძალიან მაგარი სტატიაა! ბრავო!
მარა ალბათ ბილი ამ საქმეს მაინც ვერ მოწყდება და მაიკროსოფტში თუ არა სხვაგან გამოჩნდება მისი ნიჭი!
06-08-2008, 19:32:59 | otosaxel

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.