GTA IV PC-ზე ნოემბერში გამოვა!
გუშინ კომპანია Rockstar Games-ის და GTA IV-ის ოფიციალურ საიტებზე გამოჩნდა სიახლე, რომელიც ბევრ გეიმერს ოცნებას აუხდენს. GTA IV PC-ზე გამოვა! და გამოვა არა მომავალ წელს, არამედ 2008 წელს, 2008 წლის ნოემბერში.
18 ნოემბერს თამაშის რელიზი მოხდება ამერიკაში, ხოლო 21 ნოემბერს - ევროპაში. სპეციალურად PC ვერსიისთვის, Rockstar Games-ი გვპირდება გაუმჯობესებულ Multiplayer რეჟიმს.
გასაგებია, რომ თამაშის PC ვერსიის დამუშავება საკმაო ხნის წინ დაიწყო, უბრალოდ, არ ხმაურდებოდა, რათა მეტი მოგება მიეღო მწარმოებელს თამაშის კონსოლური ვერსიების გაყიდვით.
მოკლედ, ვიცდით ნოემბრამდე და მანამდე ვამზადებთ ჩვენს სისტემებს GTA IV-ისთვის. რაც უფრო უკეთესი სისტემა გექნებათ, მით უფრო დიდ სიამოვნებას მიიღებთ GTA IV-სგან :-)
ბეჭდვითი ვერსია | 07-08-2008, 11:02:00 | Power_VANO
|
|
სტატიის შეფასება |
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!
შეფასება: |
5 |
შეფასება: |
1.6 |
|
|
მე მაქვს Grand Theft Auto IV PC ვერსია და xbox ვერსიაც მაგრამ ვერ ვაყენებ მე თავის გამსჰვებიც მაქვს ემულატორი
ჩემი ნიკია სკაიპის joni_k.r.i.m