მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
Google Chrome
2008 წლის 2 სექტემბერს სამყაროს მოევლინა კიდევ ერთი ახალი ბროუზერი, ამჯერად Google–ისგან!

პლატფორმა: Win32
ლიცენზია: BSD license
კოდი: ღია
მარენდერებელი ძრავი: WebKit
ლოკალიზაცია: 43 ენის მხარდაჭერა
გამოყენებული ტექნოლოგიები: V8 JavaScript ბიბლიოთეკები

Google Chrome Browser


მოგეხსენებათ გუგლს უკვე საკმარისი პროგრამული პროდუქტი დაუგროვდა და გასაკვირიც არაა ის ფაქტი, რომ ყველა აღნიშნული პოექტი ამართლებსა თავის არსებობას- მათ შორის მარკეტინგული თვალსაზრითაც.

მაგრამ დღევანდელი სიახლე არაა უბრალოდ გუგლის მორიგი პრუდუქტი ეს გახლავთ სრულყოფილი და მძლავრი ვებ ბროუზერი - “Google Chrome” , ალბათ მისი უნიკალურობა იდეის თავისუფლებაში და მარტივ მიდგომაშია.

პირველი შთაბეჭდილება: ბროუზერი არის ძალიან სწრაფი. არ ვგულისხობ გვერდების ჩატვირთვას, არამედ Load time–ს; ეს ყველაფერი მიუხედავად იმისა, რომ Chrome-ის GUI არ იყენებს სტანდარტულ Windows–ის window Decorator-ს. ბევრ ცნობილ ბროუზერს უკვე გაუსწრო წარმადობით მნიშვნელოვან ტესტებში, მიუხედავათ მათი სტატუსისა. რაც შეეხება სიახლეებს:
  1. უნდა აღინიშნოს ბრაუზერის წარმადობა. ტაბების რაოდენობის ზრდასთან ერთად არ მცირდება ბრაუზერის წარმადობა. ტესტირებითვის გახსნილი იყო 800 -მდე სხვადასხვა კონტენტის ტაბი, აქედან 150 მხოლოდ სურათები, სცენარები, ათასი ჯიშის სრიპტები, ფლეში და სხვადასხვა მედია კონტენტი, ჩემდა გასაკვირად ბროუზერს გაჭედვები არ დაუწყია და ვერც შენელება შევატყვე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ოპერატიული მეხსიერების მოხმარება 13 მბ–დან 650 მბ–მდე გაიზარდა და სტაბილურად იდგა. იგივე სცენარით ცეცხლაკუდაში გამოყენებული მეხსიერება 0,98 გბ–მდე ავარდა. (ეს არის ნათელი დასტური იმისა, რომ ბრაუზერი გადაწერილი არა არის მელაკუდას ბირთვიდან, მიუხედავად გუგლის სიმპათიებისა და ფინანსური წვლილისა Mozilla Foundation–ში).
  2. მარენდერებელი ძრავა: WebKit - დიახ, ეს ის ძრავაა, რომელსაც Apple იყენებს თავის ბროუზერში, დეველოპმენტში ჩართულები არიან ისეთი კომპანიები, როგორებიცაა Apple, Nokia, Google, Qt, Adobe და ა.შ. მინდა შეგახსენოთ, რომ ძრავა შორეული Konqueror–ის ჩასახვიდან მოდის ცნობილი მჟავა3 (Acid3) ტესტებში 76 % აიღო თუმცა დეველოპერების მტკიცებით, როგორც ძრავი, ის 100%/100%–ს აჩვენებს.
  3. ყველაზე მნიშვნელოვანი – ბროუზერი იყენებს MultiThreading–ს (ანუ თითო ტაბი გაშვებული ცალკე პროცესად, მუშაობს ბირთვიდან დამოუკიდებლად - ეშვება ცალკე პროცესად სისტემაში). ამის გასააზრებლად ვიტყოდი, რომ შემოტევამ ან ვირუსმა ან ჭიაყელამ შეიძლება გააკონტროლოს მხოლოდ ერთი ტაბი მის გათიშვამდე, ანუ ტაბზე კონტროლი აღარ ნიშნავს ბროუზერზე კონტროლს და ბროუზერიდან Shell სკრიპტებზე კონტროლს. იდეა უნიკალურია; პლიუს ამას, ტაბები და პლაგინები ეშვება პრიორიტეტებით. ეს არ ეხება მხოლოდ მავნე პროგრამულ უზრუნველყოფებს, ეს სიახლე გათვლილია მომხმარებლის მეტ თავისუფლებაზე (სტანდარტული ბროუზერები სისტემაში ეშვებიან ერთი ინსტანციით და ერთ პროცესად, შესაბამისად, ერთ ტაბში ჯავასკრიპტის დარენდერების დროს გამოწვეულმა შეცდომამ შეიძლება გამოიწვიოს ბრაუზერის ”დაკიდება ” და, შესაბამისად, სისტემის). გარდა ამისა, სტანდარტულ ბროუზერებში იმის შემდეგ, რაც სკრიპტს მიეცემა საშუალება შესრულდეს სცენარის მიხედვით, ბრაუზერი დამოკიდებული ხდება მხოლოდ სკრიპტის სინდისიერებაზე – ის გაყინულია, სანამ სკრიპტი არ დაამთავრებს მუშაობას :–) V8 JavaScript engine-ს გამოყენებით ესეც შეიცვალა.
  4. გააჩნია ინტეგრირებული პროცეს მენეჯერი. ეს, ჩემი აზრით, რევოლუციაა ბროუზერებში! აჩვენებს პლაგინების, მოდულების, ტაბების და სკრიპტების დატვირთვას პროცესორთან და ოპერატიულებთან შეფარდებით, შესაძლებელია მათი მოკვლა და მუშაობის სტატისტიკის მიღება.
  5. პროქსი სერვერის პარამეტრები. ეს ერთი შეხედვით ანომალიაა, პროქსის პარამეტრებში შესვლისას, ჩემდა გასაოგნებლად, ინტერენეტ ექსპლორერის პარამეტრები ამომივარდა, ჩაიტვირთა აშკარად inetcp.cpl! პირველად რაც გავიფიქრე (არა ის არა რომ ინტერნეტ ექსპლორერის ბირთვს იყენებს ) იყო, "გუგლს რა გაუჭირდა საკუთარი ბროუზერისთვის პროქსის კლასების გადაწერა?!", მაგრამ უცებ "განათდა" და ჩავწვდი ჭეშმარიტებას: ჩემი აზრით, გუგლს არ უნდა ყველა ცალკეული პროგრამისთვის ცალ–ცალკე პარამეტრების დასმა და თუ გავითვალიწინებთ იმასაც, რომ GoogleOS–ის რელიზს მალე უნდა ველოდოთ, მივალთ ჭეშმარიტებამდე - ცეტრალიზირების და სიმარტივის იდეა, ბროუზერს და ცალკე პროგებს აღად დასჭირდებათ პროქსის პარამეტრების გავლა – ამდაგვარი პარამეტრები იქნება გაწერილი სისტემაში სოკეტის დონეზე და იქ პროქსი სერვერებთან ურთიერთობის მოგვარება დარჩება მხოლოდ სისტემას.
მოკლედ, ბროუზერების შეფასების 10 ბალიანი სისტემიდან Google Chrome–ს ვაძლევ 7–ს. მიუხედავად იმისა, რომ სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია დარჩენილი და ბევრი დეტალია გასაშალაშინებელი.

ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 04-09-2008, 16:22:00 | Frrrredo
   
თემატური სიახლეები

ბმულები შესაბამის თემაზე

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 2
შეფასება: 1.5


გამოხმაურება

სანამ გავსინჯავდი რატომღაც მოლოდინი უფრო უკეთესი მქონდა, მერე აღარ დამევასა, დავუბრუნდი ისევ განვაგრძე მოღვაწეობა ისევ Firefox-ით.
28-09-2008, 23:59:04 | okili

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.