მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
Picasa v3.0 Beta
Picasa v3.0 Beta

პიკასო ყველას გაგვიგია, Google, მართალია, საქართველოში პიკასოსავით პოპულარული არაა, მაგრამ მაინც ბევრმა ვიცით, აი Google Picasa კი უკვე რაღაც ახალია.

თუმცა რაღა ახალი, აგერ უკვე მესამე ვერსიის ბეტაც გამოვიდა და უამრავი გაუმჯობესება მოიტანა თან. პროგრამის ფოტო მენეჯერს შესანიშნავი ფოტო დამთვალიერებელიც დაემატა და უკვე თამამად შეიძლება, პროგრამა საუკეთესო ფოტო "იარაღად" დასახელდეს.



ახალი ფუნქციები მოიცავს:

  • ფოტო დამთვალიერებელს. შესაძლებლობა საკმაოდ ორიგინალურადაა რეალიზებული, სურათის გამოძახების შემთხვევაში იხსნება ტრადიციული ფანჯრის გახსნის მაგივრად მონიტორი  ნახევრად ბნელდება და ცენტრში ჩნდება გამოძახებული სურათი, ეკრანის ქვედა ზოლში ჩნდება კონტროლი, მარჯვენა ზედა კუთხეში კი – დახურვის ღილაკი. ამრიგად, ჩანს სურათიც და აქტიური პროგრამებიც ფონის სახით.
  • ძალიან საინტერესო სახის ამომცნობს. პროგრამას შეუძლია სურათში ამოიცნოს სახე და უფრო მეტიც – შესაძლებელია ატვირთულ გალერეებში პიროვნებების ძიება სახის ამომცნობის მიხედვით და მათი ერთად დალაგება. დამეთანხმებით,რევოლუციური ფუნქციაა!
  • გაუმჯობესებულ სურათის შესწორებისთვის საჭირო იარაღების ნაკრებს წითელი თვალების ერთი წკაპით შემსწორებლიდან დახრილი კამერით გადაღებული სურათის შემსწორებლამდე. ასევე გვაქვს ტრადიციული I'm Feeling Lucky, რომელიც, როგორც მიხვდით, ერთი წკაპით ცდილობს ყველაფრის შესწორებას. ნებისმიერი ცვლილების გაუქმებაა შესაძლებელი ერთი წკაპით მანამ, სანამ სურათის ხედში იმყოფებით.
  • Album Sync Tool–ს, რომელიც იძლევა საშუალებას, გუგლის ონლაინ ალბომებთან ავტომატური სინქრონიზაცია გაუკეთდეს თქვენს ნებისმიერ ალბომს, ანუ განახლება კომპში უდრის განახლებას სერვერზე.
  • ეკრანისთვის სურათის და ვიდეო კლიპის გადაღების შესაძლებლობას
  • სურათებისგან და ვიდეო კლიპებისგან ვიდეო კლიპების გაკეთების შესაძლებლობას, სულ რამდენიმე კლიკით!
  • ფოტო კოლაჟების შექმნის შესაძლებლობას; ექვსნაირი ვარიაცია საშუალებას იძლევა, სურათების უბრალო ცხაურში დალაგებიდან დაწყებული, ჩვენს ნებაზე მიმოფანტული გროვით დამთავრებული. აქვეა ერთი ძალიან საინტერესო ვარიაცია – Multiple Exposure. მისი მიხედვით სურათები ნახევრადგამჭვირვალე რეჟიმში ეწყობა ერთმანეთზე და ბოლოს გაურკვეველი წარმომავლობის ფაფას ვიღებთ :–) თუმცა არის ამაში რაღაც შემოქმედებითი :-D
  • ადგილზეა კომპანიისთვის დამახასიათებელი უსწრაფესი სურათები ინდექსატორი; გაპოვნინებთ მყარ დისკზე დიდი ხნის წინ მიკარგულ სურათებს, ჩამოფერთხავს მტვერს და სრულიად ახლებურად წარმოგიდგენთ :–)
  • ათასნაირ წვრილმან ბედნიერებას და ყველაფერ დანარჩენს, რისი აღნიშნვაც გამოგვრჩა :–)

პიკასასთან გასაცნობი ვიდეო რგოლი გუგლისგან

 

მოკლედ,  სანამ Chrome ყურადღების ცენტრში იყო, გუგლმა "ჩუმად" გამოუშვა პიკასას ახალი ვერსია და მართლაც ღირსეული პასუხი გასცა კონკურენტებს. ჩვენ კი ასეთი პროგრამული პროდუქტების შემდეგ ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ GoogleOS–ს :–) იქამდე კი სულით და გულით გირჩევთ, გადაყაროთ ყვეალ ფასიანი თუ უფასო ფოტო დამთვალიერებელ–მენეჯერ და გადახვიდეთ Picasa–ზე,ნამდვილად კმაყოფილი დარჩებით :–)

პროგრამის ჩამოტვირთვა შეგიძლიათ აქიდან, ასევე შეგიძლიათ ნახოთ ოფიციალური ბლოგპოსტი გუგლისგან.



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 16-09-2008, 21:30:00 | domen
   
თემატური სიახლეები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 3
შეფასება: 2.7


გამოხმაურება

სრული ვერსია მიპყრია ხელთ და ვინმემ იცის სახეების ამომცნობი როგორ და სად უნდა ვეძებო?
27-11-2008, 01:38:12 | beka_sh

რაღაც სახეების ამომცნობს რომ ვერ მივაგენი
31-10-2008, 01:36:11 | Gio_kiborg

მაგარი პროგრამაა, სურათების დამთვალიერებელი უმაგრესი, მაგრამ გიფ ანიმეციებთან მოიკოჭლებს :P არ აჩვენებს ანიმაციას, იმედია სრულ ვერსიაში გაასწორებენ.

ისე შესაძლოა სურათების გაღება პიკასას დაავალო, ხოლო ანიმაციებისა - ვინდის სურათების დამთვალიერებელს. :)
27-09-2008, 19:58:44 | Shako

მართლაც მაგარი პროგრამაა, საღოლ google-ს
17-09-2008, 17:56:28 | margi_i_19

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.