მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სიახლეები » Soft News
Opera 10 alpha

დიდი ხნის ლოდინის შემდეგ Opera Software-მა, როგორც იქნა, გამოუშვა თავისი ბრაუზერის მე–10 ვერსიის საჩვენებელი ბილდი. როგორც ცნობილია, ამ ვერსიაზე მუშაობა მე–9 ვერსიის გამოსვლისთანავე დაიწყო, ეს კი ლამის წელიწად–ნახევარს უდრის. ასეთ ვადებში რაღაც რევოლუციურის მოსწრებაც შეიძლებოდა (დადიოდა კიდეც ხმები გარკვეულ სუპერ–შესაძლებლობებზე), მაგრამ, სამწუხაროდ, ახალი ბრაუზერი განსაკუთრებულ სიახლეებს არ შეიცავს, მაგრამ არც აღნიშვნის ღირსი სიახლეების ნაკლებობაა.

Rich text formatting support in opera 10 alpha

ძირითადი სიახლეები შემდეგია:

  • ახალ ბრაუზერს ახალი ძრავი ამუშავებს – Opera 10 alpha Presto 2.2–ზე მუშაობს (v9.6x–ები Presto v2.1.x ძრავზე მუშაობენ)
  • Presto 2.2 ოპტიმიზირებულია სისწრაფის მხრივ, მწარმოებლის ცნობით, ბრაუზერი 30%–ით უფრო სწრაფი უნდა იყოს კონტენტით გაჯერებულ გვერდებზე (Facebook, Google და ა.შ.)
  • ზოგს ალბათ ახსოვს v9.5–ის სპეციალური ბეტა ბილდი სახელად wingogi, რომელიც 100%–ს იღებდა Acid3–ში. სურათზე ხედავთ, რომ ამ ბილდის ვიტამინები უკვე v10–ის შემადგენელი ნაწილია.
  • ვერსიაში ჩამატებულია ავტო–განახლების ფუნქცია. დიდად საინტერესო არაფერი, პროგრამა ახალი ვერსიის გამოსვლისას ან შეგატყობინებთ ამ ფაქტს, ან თვითონ ჩამოტვირთავს და დააყენებს განახლებას, ან კი საერთოდ არაფერს გააკეთებს, თქვენი სურვილის შესაბამისად.
  • დამატებულია მართლწერის შემმოწმებელი (Spell Checker). ის ავტომატურად ირთვება ყოველ textbox–ზე, გინიშნავთ არასწორად დაწერილ სიტყვებს და გთავაზობთ მათთან ყველაზე ახლოს მდგომ სწორ სიტყვებს, როგორც ყოველი თავმოყვარე მართლწერის შემმოწმებელი. ჯერჯერობით ეს სიამოვნება მხოლოდ ინგლისური ენისთვის ფუნქციონირებს, იმედია, მალე ქართულ ენაზე ნაწერის შემოწმება/შესწორებაც შეგვეძლება.
  • დაიხვეწა ჩაშენებული ელ–ფოსტის კლიენტი. ყველაზე თვალსაჩინო ცვლილებებია ფორმატირებული ტექსტის მხარდაჭერა რედაქტორში (Rich text editor) და წერილის X დღის შემდეგ წაშლის შესაძლებლობა.
  • გამოსწორებულია ვიჯეტების ფუნქციონალობა ლინუქსში.

ბილდი გასაკვირად სტაბილურია, თითქმის იმდენად, რამდენადაც IE7–ის ფინალური ვერსია უნდა ყოფილიყო :) ასე რომ, ჩამოტვირთვა და გატესტვა საშიში ნამდვილად არ არის.

ინსტალერი სასიამოვნოდაა გაფორმებული, ნელ–ნელა ეტყობა პროდუქტს ახალი დიზაინერის ხელი, მომავალში კიდევ მეტი ცვლილებებია მოსალოდნელი.

ჯამში შეიძლება ითქვას, რომ Opera v10 alpha გამსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ვერ ახდენს, მაგრამ დასაწყისი კარგია და წინ მთელი ბეტა პროცესია, საბოლოო რელიზამდე ბევრი რამის უკეთესობისკენ ცვლილებას უნდა ველოდოთ.

ესეც ბმულების ნაკრები დესერტად:

Opera 10 alpha – ჩამოსატვირთი ბმული

Opera 10 alpha @ Opera.com

Peregrine takes flight... Opera 10.0 Alpha 1 is here! @ Opera Desktop Team

A new bird takes to the skies @ Opera Watch

Opera 10 sneak peek. Prepare for next-generation browsing @ Opera Press Releases

Hands On with Opera 10 Alpha @ PCMag.com

Opera 10 alpha claims Acid3 perfection



ბეჭდვითი ვერსიაბეჭდვითი ვერსია | 08-12-2008, 00:50:00 | domen
   
თემატური სიახლეები

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 1
შეფასება: 3


გამოხმაურება




და ერთი კითხვა მაქვს Spell Checker-ი როგორ უნდა გავთიშო ))
17-12-2008, 16:09:43 | Ronnie James

ჩემნაირი ლამერისთვის, ძალიან შეუმჩნეველია ყველა ეს სიახლე
08-12-2008, 03:05:18 | Plastic-6

კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.